გერონტი ქიქოძის ქუჩა
გერონტი ქიქოძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი); გიორგი ლეონიძის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე.
გერონტი ქიქოძის ქუჩა | |
---|---|
გ. ქიქოძის ქ. №11, საცხოვრებელი სახლი (არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი, 1914) | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | სოლოლაკი |
წინა სახელები | ინსტიტუტის ქუჩა, ძველი ინსტიტუტის ქუჩა ქუჩა, ივანე პასკევიჩის ქუჩა, ფილიპე მახარაძის ქუჩა |
XVIII საუკუნეში ამ ადგილებში დარეჯან დედოფლის ბაღი იყო. ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნის 20-იან წლებში. აქ მდებარეობდა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი (დაარსდა 1840 წელს) და ქუჩამაც აქედან მიიღო სახელწოდება — ინსტიტუტის ქუჩა (შეტანილია 1843 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში). ინსტიტუტის გადატანის შემდეგ (1557 წელს) დაერქვა ძველი ინსტიტუტის ქუჩა (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე). 1900 წლიდან — ივანე პასკევიჩის, 1923 წლიდან — ფილიპე მახარაძის, 1990 წლიდან გერონტი ქიქოძის სახელი ჰქვია. ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIX საუკუნის 50-იანი, 90-იანი წლების (ყოფილი შალვა დადიანის სახელობითი ხელოვნების მუშაკთა სახლი) და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 180, ISBN 978-99928-20-35-3.