გერმანული ჯვარი (ორდენი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„გერმანული ჯვარი“ (გერმ. Das Deutsche Kreuz) — მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული სამხედრო ჯილდო. ოფიციალურად „ომის ორდენი“ (გერმ.: Kriegsorden). არსებობდა ორდენის 2 სახეობა: ვერცხლის და ოქროსი. იგი დაარსებულ იქნა 1941 წლის 28 სექტემბერს. 1944 წელს დამზადებულ იქნა ორდენის კიდევ ერთი სახეობა — „გერმანული ჯვარი“ ბრილიანტებით, თუმცა ეს უკანასკნელი ოფიციალურად არ დაკანონებულა და ამ ორდენით არც არავინ დაუჯილდოებით.

ოქროს „გერმანული ჯვარი“

„გერმანული ჯვარი“ წარმოადგენს რვაქიმიან ვერცხლის ვარსკვლავს. მასზე გამოსახულია ვერცხლის ან ოქროს სტილიზირებული დაფნის გვირგვინი, რომელზეც ამოგრავირებულია ორდენის დაარსების წელი. დაფნის გვირგვინში მოთავსებული იყო სვასტიკა.

დაჯილდოება

რედაქტირება

„გერმანული ჯვრის“ ორდენის დაარსება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის ბევრი მებრძოლი დაჯილდოებულ იქნა I და II ხარისხის რკინის ჯვრით, რომლებიც შემდგომში „რკინის ჯვრის რაინდის ორდენით“ დაჯილდოების პირობებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

იმისათვის, რომ ეს მებრძოლები გამოჩენილი მამაცობისათვის მომავალშიც დაეჯილდოებინათ დაარსდა „გერმანული ჯვარი“. მიუხედავად იმისა, რომ „გერმანული ჯვარი“ ოფიციალურად „რკინი ჯვრის“ ხარისხს არ წარმოადგენდა, დაჯილდოებისათვის მებრძოლს უკვე მოპოვებული უნდა ჰქონოდა I და II ხარისხის „რკინის ჯვარი“. ამის შემდეგ „მრავალჯერ ჩადენილი განსაკუთრებული მამაცობისათვის ან მრავალჯერ წარმატებული მეთაურობისათვის“ ვერმახტის მებრძოლები ჯილდოვდებოდნენ :გერმანული ჯვრით“.

„გერმანული ჯვარი“ შეიძლება მივიჩნიოთ „ჰოენჰოლერნთა სამეფო ოჯახის ორდენის რაინდის ჯვრის“ შემცვლელად რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს „რკინის ჯვრისა“ და „პურ ლე მერიტის“ შორის შუალედურ ორდენად ითვლებოდა.

ოქროს „გერმანული ჯვარი“ დაახ. 38 000-ჯერ გაიცა, ხოლო ვერცხლისა დაახ. 2000-ჯერ.

ტარების ფორმა

რედაქტირება

„გერმანულ ჯვარს“ განსხვავებით სხვა ორდენებისაგან ატარებდნენ მარჯვენა მკერდზე. იმისათვის რომ ორდენს მებრძოლებისათვის (ტანკისტები, მფრინავები) ხელი არ შეეშალა ბრძოლაში დამზადებულ იქნა მისი სტიკერული ვარიანრიც.

 
გერმანული ჯვრის სტიკერული ვარიანტი

1945 წლის შემდეგ

რედაქტირება

გერმანიაში 1957 წლის „კანონით ტიტულების, ორდენებისა და საპატიო ნიშნების შესახებ“ ორდენების ტარება ნაცისტური სიმბოლიკით აკრძალულია. აკრძალული მათი დამზადება, შეთავაზება, გაყიდვა და ზოგადად საზოგადოებაში გამოტანა.

აქედან გამომდინარე „გერმანული ორდენის“ ტარება მხოლოს სვასტიკის გარეშეა ნებადართული. ვერცხლის ორდენზე სვასტიკის ნაცვლად ჩასმულ იქნა საბრძოლო დამსახურების ჯვარი ხმლებით, ოქროს ორდენზე კი რკინის ჯვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება