თურქები გერმანიაში

(გადამისამართდა გვერდიდან გერმანიის თურქობა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გერმანიის თურქებიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში მცხოვრები თურქული ეროვნების პირები, რომლებიც ამ ფედერაციული რესპულიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ან აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქის ოფიციალური სტატუსი, ან პირადი, ან სხვადასხვა ოჯახური პირობების გამო წლების განმავლობაში ცხოვრობენ ე.წ. დროებითი სტატუსით.

გერმანიის თურქობა ყველაზე დიდ ეთნო-კულტურულ ჯგუფს წარმოადგენენ გერმანიაში. ეკონომიკური სასწაულის წლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუშა ხელის ნაკლებობა შეიქნა. გერმანიამ დაქირავების შეთანხმებათა საფუძველზე ხელშეკრულებები გააფორმა იტალიასთან (1955 წელს), ესპანეთთან და საბერძნეთთან (1960 წელს), ხოლო ბოლოს მსგავსსავე ხელშეკრულებაზე 1961 წელს მოაწერა ხელი თურქეთის რესპუბლიკასთან. თავდაპირველად არ იყო ჯეროვნად გააზრებული, რომ ეს მუშები გერმანიაში მოგვიანებით თავიანთ ცოლ-შვილს ჩამოიყვანდნენ და საცხოვრებლად საბოლოოდაც აქვე დარჩებოდნენ. დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ არათუ ოჯახები, არამედ ახლო ნათესავებიც ჩამოდიან აქ და ქორწინდებიან ძირითადად თავიანთი ეროვნების ხალხზე და ამგვარად ამგვარად მრავლდებიან თავიანთ მიკრო-კულტურულ გარემოში. სწორედ ამ მიზეზის გამო გერმანიის თურქობა ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო დემოგრაფიულ ფაქტორადაა ქცეული.

ტერმინი „გერმანიის თურქობა“

რედაქტირება

ბოლო 40 წლის განმავლობაში, თურქეთიდან გერმანიაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გადასახლდა. ამ უმცირესობას, რომელიც თავს იჩენს როგორც კულტურის, ასევე ეკონომიკურ სფეროში, უწოდებენ გერმანელ თურქებს, ემიგრანტებს ან გერმანელებს, რომელთა გამოყენება აღარ არის ჩვეულებრივი. ევროპაში თურქები ან ზოგადად ევროპელი თურქები არიან ადამიანები, რომლებიც თურქეთიდან ევროპაში გადასახლდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ackermann, Irmgard : Türken deutscher Sprache. Berichte, Erzählungen, Gedichte. München 1984. ISBN 3-423-10311-6
  • Cil, Hasan: Anfänge einer Epoche. Schiler, Berlin 2003. ISBN 3-89930-015-7
  • Goldberg, Andreas, Halm, Dirk, Şen, Faruk: Die deutschen Türken. Lit, Münster 2004. ISBN 3-8258-8232-2
  • Goldberg, Andreas, Şen, Faruk: Deutsche Türken - Türkische Deutsche? Lit, Münster 1999. ISBN 3-8258-4396-3
  • Groeben, Annemarie von der: Yıldız und Aytekin. Die zweite Generation erzählt. Hammer, Wuppertal 2006. ISBN 3-7795-0056-6
  • Hunn, Karin: „Nächstes Jahr kehren wir zurück...“. Die Geschichte der türkischen „Gastarbeiter“ in der Bundesrepublik. Wallstein, Göttingen 2005. ISBN 3-89244-945-7
  • Kappert, Petra, Haerkötter, Ruth, Böer, Ingeborg: Türken in Berlin 1871 - 1945. de Gruyter, Berlin 2002. ISBN 3-11-017465-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება