გერმანე ჯაჯანიძე
ქართველი სასულიერო მოღვაწე
გერმანე ბესარიონის ძე ჯაჯანიძე (დ. 1868, ქუთაისის გუბერნია — გ. 1 სექტემბერი, 1924, ქუთაისი) — ქართველი სასულიერო პირი, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის დეკანოზი.
1924 წლის რეპრესიების დროს მიტროპოლიტ ნაზართან და სხვა სამღვდელო პირებთან ერთად დახვრიტეს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისის ახლოს, საფიჩხიის ტყეში. 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მოწამედ შერაცხა. საბჭოთა ტერორმა იმსხვერპლა ასევე დეკანოზ გერმანეს შვილი, ემიგრაციიდან დაბრუნებული ინჟინერი მიხეილ ჯაჯანიძე (დ. 1900 – გ. 1937).
ლიტერატურა
რედაქტირება- ბუბულაშვილი ე. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.-თბ.,2017.-გვ.192.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Джаджанидзе Герман Виссарионович (1868). Открытый список (რუსულ ენაზე). ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2020.
- ჯაჯანიძე მიხეილ გერმანეს ძე. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია — საზოგადოებრივი არქივი. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2020.