გერმანე ფაცაცია
გერმანე ფაცაცია (დ. 20 აგვისტო, 1951, სოფელი ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი — გ. 10 სექტემბერი, 2013) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
გერმანე ფაცაცია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1951 |
დაბადების ადგილი | ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 10 სექტემბერი, 2013 (62 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1973–1977 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1977–1983 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1983–1990 წლებში იყო პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე. 1991–1996 წლებში იყო დირექტორი. წლების მანძილზე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. არის წიგნების და 200-ზე მეტი სტატიის ავტორი. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი. დისერტაციის თემა „ცოდნის თეორიული და ემპირიული დონეების თანაფარდობა სოციოლოგიაში“, რომელიც დაიცვა 1981 წელს.
1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. 1992–1995 წლებში — საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“. 1995–1999 წლებში — საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (აფხაზეთიდან მაჟორიტარი). 1999–2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (აფხაზეთიდან მაჟორიტარი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გერმანე ფაცაცია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს მე-3 მოწვევა)
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს მე-4 მოწვევა)
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს მე-5 მოწვევა)
- გერმანე ფაცაცია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)