გერგეტის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის ობელისკი
გერგეტის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის ობელისკი — არქიტექტურული ძეგლი დაბა გერგეტის, ყოფილი სოფლის, ცენტრში. დაიდგა 1965 წელს, ახალგაზრდობის თაოსნობით. ობელისკის სიმაღლე 4 მეტრია და ქვისგანაა ნაგები. მარმარილოს თეთრ დაფაზე ოცი შინმოუსვლელი ჯარისკაცის სურათი, გვარები და წარწერაა: „1941-1945 წლებში სამამულო ომიდან შინმოუსვლელები“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭყონია თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 446.