გერგეტის აკლდამა
გერგეტის აკლდამა — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს გერგეტის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის ობელისკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0.4 კილომეტრზე. 1972 წელს შეისწავლა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ხევის რაზმმა (ხელმძღვანელი ღამბაშიძე). თარიღდება შუა საუკუნეებით. აკლდამა გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედია. ნაგებია ქვიშაქვის დიდი ქვებით. წყობა მშრალია. გადახურულია ფიქლით. აკლდამა გაძარცვული იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 445.