გერასიმე შევჩუკი (დ. 1884, ტფილისი — გ. უცნობია) — პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

გერასიმე შევჩუკი
დაბ. თარიღი 1884
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი არაუადრეს 1922
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გერასიმე შევჩუკი დაიბადა 1884 წელს, ქალაქ ტფილისში.

მიიღო საშინაო განათლება. შემდგომ სწავლობდა ტფილისის სამოქალაქო სკოლის მე-3 განყოფილებაში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1910-იან წლებში მუშაობდა ტფილისის ტრამვაიში; იყო ტრამვაის მუშებს შორის არსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის უჯრედის მდივანი. 1917 წლისათვის მუშაობდა ტფილისის ტრამვაის მუშათა პროფკავშირის საბჭოს სამდივნოში. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო შრომის კომისიის წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 418.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება