ტოპოგრაფიული აგეგმვა

(გადამისამართდა გვერდიდან გეოდეზიური აგეგმვა)

ტოპოგრაფიული აგეგმვა — სამუშაოების კომპლექსი, რომელიც მიზნათ ისახავს ტოპოგრაფიული რუკის შედგენას, ადგილის დაგეგმარებასა და ტოპოგრაფიული ინფორმაციის მიღებას სხვა ფორმაში. აერთიანებს მიწისზედა და მიწისქვეშა კონსტრუქციებს.[1] აგეგმვის საბოლოო პროდუქტი არის ადგილის ტოპოგრაფიული გეგმა, რომელიც წარმოადგენს რელიეფის ადგილისა და სიტუაციის ელემენტების კარტოგრაფიულ გამოსახულებას. მიწისზედა აგეგმვა არის გეგმური, სიმაღლებრივი და კომბინირებული. GPS-ისა და GLONASS-ის გამოჩენამ შესამჩნევად შეამსუბუქა ტოპოგრაფიული აგეგმვითი სამუშაოების ჩატარება.

ტოპოგრაფიული გეგმის ძირითადი მახასიათებლებია:[2]

  • მასშტაბი (1:100 - 1:1000)
  • რელიეფის კვეთის სიმაღლე (0,10 მ; 0,25 მ; 0,50 მ; 1,00 მ; და ა.შ.)
  • კოორდინატების სისტემა (ადგილობრივი, პირობითი და ა.შ.)
  • სიმაღლეების სისტემა (ბალტიის, პირობითი)

ლიტერატურა

რედაქტირება