გენრიხ მურადიანი
გენრიხ მურადიანი (დ. 23 იანვარი, 1950, თბილისი) — ეკონომისტი, თანამდებობის პირი.
გენრიხ მურადიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 იანვარი, 1950 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | სომეხი |
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის, ხოლო 1993 წელს — ეკონომიკის ფაკულტეტი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე.