სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

გენადი ვალერიანის ძე გიორგაძე (დ. 7 ნოემბერი, 1948, წილკანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი (სამბო და თავისუფალი ჭიდაობა), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1973).

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1970 წელს. სოფლის სპორტსმენთა შორის საკავშირო ჩემპიონატების (1968–72) ჩემპიონი და IX საერთაშორისო ტურნირის (1969, თბილისი) ბრინჯაოს პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში. იყო სსრკ-ის ნაკრების წევრი 1972–1975 წლებში. 1973 წელს თეირანში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამბოში. 1995 წლიდან იყო საქართველოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, 1997 წლიდან — საქართველოს სამბოს ნაკრების მწვრთნელი, 2003 წლიდან — ლ. თედიაშვილის სახელობის სპორტული სკოლის მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
სამბო თეირანი,   ირანი მსოფლიო ჩემპიონატი 1973 - 48 კგ  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგაძე, ე., გუგუშვილი, ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 13.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება