გელგელუკის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

გელგელუკის მღვიმე, გელგელუკის ჭაკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არაბიკის მასივზე, მდინარე სანდრიფშის აუზში (გელგელუკის ხეობა), ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე.

გელგელუკის მღვიმე
კოორდინატები: 43°25′51″ ჩ. გ. 40°21′14″ ა. გ. / 43.4309306° ჩ. გ. 40.3539111° ა. გ. / 43.4309306; 40.3539111
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 2200 მ
სიგრძე 560 მ
სიღრმე 162 მ
მოცულობა 0,084 მლნ. მ³
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
გელგელუკის მღვიმე — საქართველო
გელგელუკის მღვიმე
გელგელუკის მღვიმე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გელგელუკის მღვიმე

გამომუშავებულია ქვედაცარცულ მასიურ კირქვებში. წარმოადგენს ვერტიკალური ჭებისა და მათი შემაერთებელი ძლიერ დახრილი ვიწრო და მაღალი დერეფნების სისტემას; სხვადასხვა დონეზე გამოეყოფა განშტოებები. მიწისქვეშ გაედინება ძლიერ მერყევი რეჟიმის მქონე ნაკადული. გამოკვლეული ნაწილის სიღრმეა 162 მ, ჯამური სიგრძე — 560 მ, მოცულობა — 84000 მ³. ადვილი შესაღწევია. ვარაუდობენ, რომ გელგელუკის ჭა მის მახლობლად მდებარე ილიუხინის სახელობის კარსტული მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილია.

მღვიმეში ბინადრობს მრავალფეხიანები: მატლი - Diptera, ხოჭოებიდან Trechini და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.
  • ტატაშიძე (ტინტილოზოვი) ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.