გელა სულაბერიძე
გელა სულაბერიძე (დ. 11 აპრილი, 1958 , თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. ექიმი-თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში 1982–1983 წლებში, 1983–1986 წლებში ბაზალეთის საექიმო ამბულატორიაში. ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი იყო 1986–1988 წლებში. 1988–1989 წლებში იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის განყოფილების ექიმი-ორდინატორი. 1989 წლიდან კი პროფესიული მედიცინისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი. სამედიცინო ცენტრის "ციტო", ექიმი-გასტროენტეროლოგი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ექიმი და ექიმობა წინათ და ახლა, თბ., 2011, გვ. 95 ISBN 978-9941-0-3331-5
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებათა და გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები : მეთოდ. რეკომენდაციები, თბ., 2006, გვ. 64 ISBN 99940-36-09-2
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 255