გელა რევაზიშვილი
გიორგი (გელა) რევაზიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1928, თბილისი — გ. თებერვალი, 2011) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990). ღირსების ორდენის კავალერი (1998).
გელა რევაზიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | გიორგი რევაზიშვილი |
დაბადების თარიღი |
1 სექტემბერი, 1928 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | თებერვალი, 2011 |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ სახალხო არტისტი |
სწავლობდა თბილისის 30-ე საშუალო სკოლასა და რკინიგზის სამშნებლო ტექნიკუმში. სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. 1946-1947 წლებში მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, 1948-1953 წლებში — სოხუმის დრამატულ თეატრში. 1954 წლიდან თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. გადაღებულია ფილმებში: „წარსული ზაფხული“ (დამსვენებელი, 1959), „ცეროდენა რაინდები“ (არჩილი, 1963), „ვინ არის მეოთხე?“ (1985), „ხსოვნა“ (1989), „სერგო გოთორანი (სერგო გოთვერანი)“ (2009).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1965 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1990 — საქართველოს სახალხო არტისტი[2]
- 1998 — ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის, ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის