გელა ლონდარიძე (დ. 19 ივლისი, 1962, ასპინძა) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.

გელა ლონდარიძე
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1962 (1962-07-19) (61 წლის)
დაბადების ადგილი ასპინძა
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1986 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის-მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაცია. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება