გელა კობერიძე (დ. 15 ოქტომბერი, 1952, სოფ. ცხმორი, ონის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი.

გელა კობერიძე
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1952 (1952-10-15) (72 წლის)
დაბადების ადგილი სოფელი ცხმორი, ონის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1970-1975 წლებში იყო ონის რაიონის სოფელ ცხმორის კოლმეურნეობის წევრი, საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის ასლის გადამღები, თბილისის სამგორის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის ინსპექციის ინსპექტორი, 1975 წლიდან იყო ამავე რაიონის საფინანსო განყოფილების ეკონომისტი, ისნის რაიონის საფინანსო განყოფილების უფროსი ეკონომისტი, გლდანის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგის მოადგილე, ქ. თბილისის საფინანსო სამმართველოს განყოფილების უფროსი, კრწანისის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგე, ამავე რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია – 91“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება