გელა ზავრაშვილი

ქართველი ინჟინერი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გელა ზავრაშვილი (დ. 8 თებერვალი, 1965, გურჯაანი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1991 წელს დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

განაწილებით მუშაობას იწყებს მოსკოვის საერთაშორისო სამშენებლო კომპანიაში მენეჯერად და პრაქტიკულ საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებს, როგორც უბნის უფროსი სამოქალაქო მშენებლობის ხაზით, ასევე აქტიურად მონაწილეობს სამშენებლო ინდუსტრიის და მექანიზაციის განვითარების საქმეშიც. 2003-2008 წლებში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „დინმშენის“ მექანიზაციის სამმართველოს გენერალური დირექტორია. 2008 წლიდან როგორც დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სათავეში უდგას სამშენებლო ორგანიზაცია „გროს ბულდინგს“. მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია რუსეთში, განსაკუთრებით კი ქალაქ მოსკოვში ისეთი მრავალფუნქციური დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტები როგორიცაა: საცხოვრებელი კომპლექსები „ტრიუმფ პალასი“, „ალიე პარუსა“, „დომ ნა ბეგოვოი“, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოსკოვის ოლქის სოფელ ბარვიხაში, მრავალფუნქციური კულტურულ-გასართობი და სავაჭრო ცენტრი მოსკოვში მიკლუხო-მაკლაის ქუჩაზე (28 800 კვ.მ), საერთაშორისო სავაჭრო-საოფისე კომპლექსი ქალაქ მოსკოვში ნახიმოვის პროსპექტზე (29 930 კვ.მ), 17-25- სართულიანი მონოლითური საცხოვრებელი სახლი მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკიში, სოციალურ-ადმინისტრაციული საცხოვრებელი კომპლექსები „ფლოტილია“ და „უტიოსოვი“ ქალაქ მოსკოვში, დაწყებითი სასკოლო განათლების ცენტრი ქალაქ მოსკოვში მიტინსკის ქუჩაზე, მოსკოვის დიდი თეატრის მიმდებარე „ხამიკოვის სახლი“ რეკონსტრუქცუია პეტროვკაზე და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პროფესიული საქმიანობის პარალელურად იგი ხელმძღვანელობს კულტურულ-ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრს, რომელიც მოქმედებს და პრაქტიკულად წარმართავს რუსეთსა და საქართველოს ხალხთა ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების საკითხებს კულტურის, მეცნიერების, სამართლის, სპორტისა და ეკონომიკის სფეროში. ამ ორ ქვეყანას შორის ერთიანი საინფორმაციო-კულტურული სივრცე ფორმირებისა და სრულყოფისათვის, საქმიან-საპარტნიორო და ეკონომიური კავშირების აღსადგენად, ასევე ჰუმანიტარული და საქველმოქმედო დახმარების აღმოსაჩენად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 231-232

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება