გელათის ბიბლიაXII საუკუნის ქართული ხელნაწერი ბიბლია. ხელნაწერი სავარაუდოდ გელათის მონასტერშია გადაწერილი. ტექსტს თან ახლავს კატენები ანუ ბიბლიის განმარტებები, საიდანაც მომდინარეობს მისი მეორე სახელწოდებაც — კატენებიანი ბიბლია.

გელათის ბიბლია

გელათის ბიბლია საინტერესოა პალეოგრაფიული თვალსაზრისით, შესრულებულია მხედრულზე გარდამავალი ნუსხურით. მელანი ბაცი ყავისფერია. სწერ მასალად მაღალი ხარისხის აღმოსავლური ქაღალდია გამოყენებული. შეიცავს 302 ფურცელს; ფურცლის ზომებია 37X27,6 სანტიმეტრი.

გელათის ბიბლია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული (ფონდი: A-1108).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 37