გეგის ქედი

ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

გეგის ქედი, ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონზე, არაბიკა-მამძიშხის ქედის აღმოსავლეთი შტო. გადაჭიმულია არაბიკის მასივის ცენტრალური ნაწილიდან გეგის ხეობამდე. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა ზღვის დონიდან 2655 მ. აგებულია იურული კირქვებით. ახასიათებს რელიეფის კარსტული და გლოციალური ფორმები. კალთების ქვემო და შუა ნაწილი შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყით, ზემო - სუბალპური და ალპური მდელოებით.

ლიტერატურა

რედაქტირება