გარფიუტანის ეროვნული პარკი

გარფიუტანის ეროვნული პარკი (შვედ. Garphyttans nationalpark) — ეროვნული პარკი შვედეთში, კარლსბეგების ქედზე, ქალაქ ერებრეს დასავლეთით, ლეკებერგის მუნიციპალიტეტში. მოიცავს 1,11 კმ² ტერიტორიას. პარკი 1909 წელს დაარსდა, შვედეთის სხვა პირველ 8 ეროვნულ პარკთან ერთად, რომლებიც ამავე დროს პირველები იყო ევროპაში. მდებარეობს უძველეს სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტზე. პარკის შექმნის მიზანი იყო გასაოცარი მცენარეულობის დაცვა. მიუხედავად ამისა, სულ მალე ფლორამ დეგრადაცია დაიწყო. 1940-იან წლებში ნათელი გახდა, რომ მცენარეულობის გადასარჩენად, ეს ტერიტორია იმავე მეთოდებით უნდა ემართათ, როგორც ეს პარკის შექმნამდე ხდებოდა.

გარფიუტანის ეროვნული პარკი

Garphyttans nationalpark

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 59°16′ ჩ. გ. 14°53′ ა. გ. / 59.267° ჩ. გ. 14.883° ა. გ. / 59.267; 14.883
ფართობი 1,11 კმ²[1]
დაარსდა 1909 წ [1]
გარფიუტანის ეროვნული პარკი ნაჩვენებია რიცხვით 17

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Garphyttan National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2009-02-26.