ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გარლიავა (ლიეტუვ. Garliava) — ქალაქი კაუნასის რაიონში; ლიეტუვა; გარლიავის საქალაქო და სამხარეო სამამასახლისოს ცენტრი (ლიეტუვ. Garliavos apylinkių seniūnija).

გარლიავა ლიეტუვის რუკაზე

აღწერილობა

რედაქტირება

ქალაქი კაუნასიდან სამხრეთით 10 კილომეტრში და კაუნას-კალინინგრადის რკინიგზის გარლიავას სადგურიდან 1,5 კმ-ში მდებარეობს. ქალაქშია ფოსტა, ავტობუსის გაჩერება, საყდარი, ბიბლიოთეკა, ორი მუზეუმი (რეზისტენციის მუზეუმი გიმნაზიაში და სამხარეო მუზეუმი სკოლაში), სასტუმრო, ფუნდუკი, საავადმყოფო, აფთიაქები, სარემონტო-მექანიკური ქარხანა, სატრიკოტაჟო პროდუქციის წარმოება.

1970 წელს ქალაქში 6 ათასი მცხოვრები ფიქსირდებოდა, 2005 წელს 13,400 ადამიანი.

დასახელების თავდაპირველი ფორმა Godlewo იყო, რაც გვარ გოდლევსკიდან მომდინარეობს.

 
გარლიავის გერბი

გერბი დამტკიცებულია 1994 წელს. გამოსახავს ტოტს მუხის სამი ფოთლით.

დასახლებულმა პუნქტმა XIX საუკუნის დამდეგიდან იწყო ჩამოყალიბება იქვე გაყვანილ გზატკეცილთან ახლოს. 1809 წელს წმინდა სამების საყდარი, ხოლო 1814 წელს ლუთერანული ტაძარი აღიჭურვა. ორ მსოფლიო ომს შორის თემის ცენტრს წარმოადგენდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ, მათი უმეტესობა მეორე მსოფლიო ომის დროს ამოწყდა. 1944 წლის ზაფხულში გადაწვეს სინაგოგა და ასევე ლუთერანული ეკლესია.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გარლიავა“-დან