გარიბსოლთან მალიქოვა

გარიბსოლთან მალიქოვა (აზერ. Qəribsoltan Həsən bəy qızı Məlikova; დ. 11 ივნისი, 1896, ზარდაბი, გოქჩაის რაიონი — გ. 9 მარტი, 1967, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი განმანათლებელი და პედაგოგი. ჰასან ბეი ზარდაბის შვილი.

გარიბსოლთან მალიქოვა
მშობლიური სახელი აზერ. Qəribsoltan Məlikova
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1896
ზარდაბი, გოქჩაის რაიონი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 მარტი, 1967
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა პედაგოგი, განმანათლებელი
შვილ(ებ)ი რაუფ ჰაჯიევი (ნაშვილები)
მშობლები მამა: ჰასან ბეი ზარდაბი
დედა: ჰანიფა მალიქოვა
ნათესავები და: ფერი თოფჩუბაშოვა; ძმები: მითჰად ბეი, საფვათ ბეი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გარიბსოლთან მალიქოვა დაიბადა 1886 წლის 11 ივნისს (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 1896 წ.) გოქჩაის რაიონის სოფელ ზარდაბში, განმანათლებელი ინტელექტუალის, პირველი აზერბაიჯანული გაზეთის „აქინჯის“ დამფუძნებლის ჰასან ბეი ზარდაბის ოჯახში[1].

სკოლის დამთავრების შემდეგ მალიქოვა სწავლობდა თბილისის რუსულ გოგონათა გიმნაზიაში. მამის, ჰასან ბეი ზარდაბის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ იძულებული გახდა ბაქოში გადასულიყო და 1910 წელს დაიწყო მასწავლებლობა. 1914 წლის 10 მაისს მას მიენიჭა დაწყებითი სკოლის მასწავლებლის წოდება[1].

1915-1918 წლებში ასწავლიდა ბაქოს რუსულ-თათრულ (რუსულ-აზერბაიჯანულ) გოგონათა სკოლაში, ხოლო 1918-1920 წლებში სირთულეების მიუხედავად ასწავლიდა აზერბაიჯანულ ენას ბაქოს მესამე რუსულ გოგონათა გიმნაზიაში, შემდეგ კი მეორე რუსულ-გოგოთა გიმნაზიაში. 1938 წლის 4 ნოემბერს გარიბსოლთან მალიქოვას გადაეცა ცნობა დაწყებითი სკოლის მასწავლებლის წოდებაზე[1].

ნათესავებთან დაშორებულ გარიბსოლთანს მარტოს მოუწია მათი ტკივილის ატანა. მამიმისის ჰასან ბეი ზარდაბის დიდი საქმეები დავიწყებას მიეცა და მისი მოღვაწეობა გაუფასურდა. მისი უფროსი ძმა, მითჰად ბეი, რომელმაც უმაღლესი ტექნიკური განათლება მიიღო მოსკოვში, 1937 წელს საბჭოთა მთავრობამ დახვრიტა[2]. ამ უბედურებებმა მასზე დიდი გავლენა იქონიეს.

ვინაიდან გარიბსოლთანის ოჯახის წევრები რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ ის განჯაში გადადის, სადაც მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს[3].

ჰასან ბეი ზარდაბის ძმისშვილი რაჰიმ ბეი მალიქოვი გარიბსოლთან მალიქოვაზე დაინიშნა. თუმცა, მათ ოჯახი ვერ შექმნეს. ქალბატონი გარიბსოლთანი სიცოცხლის ბოლომდე არ გათხოვილა. მან იშვილა რაუფ ჰაჯიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სსრკ-ის მომავალი სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის სსრ კულტურის მინისტრი (1965–1971 წწ.). გარიბსოთანმა ის აღზარდა საკუთარი მფარველობის ქვეშ და განათლება მიაღებინა. ისინი დედა-შვილივით ერთად ცხოვრობდნენ ქალაქ ბაქოში[4].

რაუფ ჰაჯიევის ბიოლოგიური დედა, ქალბატონი ნანა ხანუმი ზარდაბში დაიბადა. ბავშვობაში ობოლი დარჩა. ჰასან ბეი ზარდაბის მეუღლემ, ჰანიფა მალიქოვამ იშვილა 3 წლის ნანა და მის გარდა კიდევ 9 ობოლი ბავშვი. ისინი საკუთარ ოჯახში აღზარდა, განათლება მიაღებინა. გარიბსოლთანი ნანა ხანუმთან ერთად ზარდაბშიც ასწავლიდა სკოლაში[4].

გარიბსოლთან მალიქოვა დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდა ბაქოს მიუსაფარ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა ახალგაზრდა თაობის სწავლებასა და აღზრდას. მას 1948 წელს მიენიჭა „აზერბაიჯანის დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება. 1956 წლამდე მალიქოვამ განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა[2].

განმანათლებელი ინტელექტუალი გარიბსოლთან მალიქოვა გარდაიცვალა 1967 წლის 9 მარტს ბაქოში[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება