გარბანის ციხემცავი ანგელოზი

გარბანის ციხემცავი ანგელოზი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს სოფელ გარბანში, მდინარე ტერხენის ხევის მარცხენა ნაპირზე. სალოცავი გეგმით სწორკუთხა და ზემოთკენ შევიწროებული მასიური ნაგებობაა. ნაშენია მოწითალო და თეთრი ქვებით. გარედან შეთეთრებულია კირით. დაზიანებულია. ნაწილობრივაა შემორჩენილი ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლები. დასავლეთ კედელში პატარა, ზემოთ შევიწროებული შეღრმავებაა. ხატში ზეიმობენ გიორგობას.

ლიტერატურა

რედაქტირება