განხილვა:ჲ
მე ნანახი მაქვს, რომ ჲოგა იყო ერთ-ერთი წიგნის სათაური :) --გიგა პასუხი 11:22, 2 ივლისი 2008 (UTC)
იოგა - ჲოგა ეს უფრო წიგნის მხატვრულ გაფორმებას ჰგავს.--ცანგალა (გ) 11:54, 2 ივლისი 2008 (UTC)
- ჲოგა ქართული არაა, უცხოურიდან შემოსულ სიტყვებში არ ვიცი, მაგრამ ქართულ სიტყვებს არ იწყებს... გამონაკლისია ჲოტა, თვითონ სახელი ამ ასოსი, რომელიც თუ არ ვცდები ახალი ტერმინია და ბერძნულიდანაა. DDA 11:55, 2 ივლისი 2008 (UTC)
არა, სტატიაში წერია, რომ იოტათი არცერთი სიტყვა არ იწყებაო :) --გიგა პასუხი 11:56, 2 ივლისი 2008 (UTC)
- მაშინ ასე გავაკეთოთ: ჲოტათი არცერთი ძველქართული სიტყვა არ იწყება. DDA 11:58, 2 ივლისი 2008 (UTC)
იოტა თუ ჲე?
რედაქტირებაამ ასოს ოფიციალურად ჰქვია "ჲე" ან "იე".მართალია, "ჲ" ასოს იოტასაც ეძახიან ბერძნული ანბანის გავლენით, დარჩეს სტატიაში ეს დასახელებაც, მაგრამ უკეთესი იქნება თუკი ამ გრაფემის ქართულ სახელს, "ჲე"-ს მივუთითებთ. ასო "ა"-ს ხომ არავინ ეძახის ალფას? ქართულად "ა"-ს ანი ჰქვია და არავინ ვდაობთ, ხომ, ამაზე? მაშ "ჲე"-ს რატომ ჰქვია იოტა? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 213.157.210.34 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .