განხილვა:ჰოლოდომორი

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu
სტატია „ჰოლოდომორი“ გაუმჯობესდა პროექტ
დარჩი სახლში — დაეხმარე ვიკიპედიას ფარგლებში.
ეს სტატია გაუმჯობესდა პროექტ „უკრაინის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

რა არის ამდენი "აღიარა, აღიარა..."? ქართულში სიტყვები გამოგველია??/--Leovizza 20:50, 27 მარტი 2009 (UTC)პასუხი

ქართულად ალბათ მართებულია გოლოდომორი.--ცანგალა () 22:49, 6 მაისი 2009 (UTC)პასუხი
ალბათ? ალბათობაზე არ უნდა ვიყოთ. უკრაინულად Г = ჰ-ს, ასე რომ მგონი ჰოლოდომორი უნდა იყოს; კიდევ გადავამოწმებ. Deu aw 13:25, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
ქსე-ში ძებნას არა აქვს აზრი, რა თქმა უნდა, არ იქნება. Deu aw 13:25, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
ყველა იმენოვან ვიკიპედიაში, სადაც ჰ ასო აქვთ, წერენ ჰოლოდომორს, გარდა ლიტვურისა და ესტონურისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც ჰოლოდომორი უნდა იყოს. Deu aw 13:29, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

შენ ფიქრობ? ამას არ უნდა დავჯერდეთ. სხვა ვიკიპედიები წყარო არაა, სანამ რაიმე სანდო წყარო არ იქნება ასე უნდა დარჩეს. --ჯაბა ლაბა 15:06, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

ერთადერთი „არგუმენტი“ იმისა, რომ ოლოდომორია სწორი, არის ცანგალას ფრაზა: „ქართულად ალბათ მართებულია გოლოდომორი“. მე ვთქვი, თუ რატომ ვფიქრობ ჰოლოდომორს: 1. უკრაინულად ასე გამოითქმის და 2. ასე წერს უმრავლესი სხვა ვიკიპედია. სხვა ვიკიპედიებში წყაროს უქონლობის შემთხვევაში საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გუგლის შედეგებს. ძიება ჰოლოდომორზე გვაძლევს 3,580 შედეგს, ხოლო გოლოდომორზე 4,600. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ორივე ფორმა სიტყვისა ხალხში გავრცელებულია, გავრცელების მხრივ უმნიშვნელო უპირატესობა აქვს გოლოდომორს. ქართული ტელევიზია ძირითადად ჰოლოდომორს იყენებს. მაგალითი. წყაროს თუ ვერ მოვიყვანთ, მოგვიწევს ჰოლოდომორზე გადამისამართება. Deu aw 15:26, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
შეისწავლე, რომ გაიგო... გაიგე, რომ გახსოვდეს... გახსოვდეს, რომ დაივიწყო : პოლიტიკა / ფოტო: ბესო დარჩია // ტაბულა. - თბილისი, 2010. - ISSN: 1987-8931. - 5-11 ივლისი. - N17. - გვ.12-13 — გამოყენებულია ჰოლოდომორი. Deu aw 15:29, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

არც ცანგალას და არც შენს ზემოთნათქვამს "არგუმენტს" ნამდვილად ვერ ვუწოდებდი. ჟურნალისტებს ნუ ვენდობით. ჰოლოდომორზე რამდენად სანდო წყაროა ეგ წიგნი? არამგონია მაგ წიგნის ავტორი პროფესიონალი იყოს მაგ საკითხში. თუ მასეა კი ბატონო არ ვარ წინააღმდეგი. --ჯაბა ლაბა 16:10, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

ჩემი არგუმენტები არის არგუმენტები. შეიძლება იფიქრო, რომ სუსტი არგუმენტებია, მაგრამ ვერანაირად ვერ იტყვი, რომ არგუმენტები არაა. მე არ „ვაწვები“ ჰოლოდომორს. მოიყვანეთ ჩემს სუსტ არგუმენტზე უფრო ძლიერი საწინააღმდეგო არგუმენტი და კი ბატონო, რა პრობლემაა. Deu aw 16:25, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
ქართულად ალბათ მართებულია გოლოდომორი ამას და ყველა იმენოვან ვიკიპედიაში, სადაც ჰ ასო აქვთ, წერენ ჰოლოდომორს, გარდა ლიტვურისა და ესტონურისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც ჰოლოდომორი უნდა იყოს ამას არგუმენტები ქვია? მაგის მერე რაც დაწერე იმაზე გიპასუხე და დაგიწერე თუ მასეა კი ბატონო არ ვარ წინააღმდეგი.-მეთქი. ახლა გაიგე რას არ ვუწოდებ არგუმენტებს? --ჯაბა ლაბა 16:31, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
წყაროს გარეშე ფასი არ აქვს. გუგლში ძებნისას ორივეს გვაძლევს.ცანგალა () 20:27, 10 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
ასეთი გაუგებრობა არ გამიგია მე.
ჰოლოდომორის არგუმენტები:
[1] უკრაინულად გამოითქმის ჰოლოდომორი. უკრაინელებს გ-სა და ჰ-ს აღსანიშნავად სხვადასხვა ასოები აქვთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ. უკრაინულად რომ ასე გამოითქმის, ამას ადასტუურებს ისიც, რომ უმრავლეს ვიკიპედიაში ტრანსკრიფცია ჰ ასოთია გაკეთებული.
[2] მედია იყენებს ჰოლოდომორს. მაგალითი. კიდევ სხვა მაგალითებიც მოიძებნება.
[3] შეისწავლე, რომ გაიგო... გაიგე, რომ გახსოვდეს... გახსოვდეს, რომ დაივიწყო : პოლიტიკა / ფოტო: ბესო დარჩია // ტაბულა. - თბილისი, 2010. - ISSN: 1987-8931. - 5-11 ივლისი. - N17. - გვ.12-13 — ამ სტატიაში გამოყენებულია ჰოლოდომორი.
შეგახსენებთ, რომ ვიკიპედიაში (და არა მარტო ვიკიპედიაში) წყაროდ ითვლება ვიდეომასალაც და ჟურნალის თუ გაზეთის სტატიებიც. ასე რომ, მე ორი წყარო მოვიყვანე, რომელიც მხარს ჰოლოდომორს უჭერს და + ფაქტი, თუ როგორ გამოითქმის უკრაინულად.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ გოლოდომორის ერთადერთი არგუმენტია გუგლის ძიებაში უმნიშვნელო უპირატესობა, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხალხში ორივე სახელი გავრცელებულია.
შესაძლოა ჩემ მიერ მოყვანილი სამი არგუმენტი არის სუსტი, მაგრამ საწინააღმდეგო არგუმენტი საერთოდ არ არსებობს. თუკი ვერ მოვიყვანთ უფრო მეტად დამაჯერებელ წყაროს, მაშინ მოგვიწევს გადატანა. ხვალაც დავიცდი, 3 დღე. Deu aw 05:39, 11 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
გაკეთდა Deu aw 16:22, 13 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „ჰოლოდომორი“-ზე დაბრუნება.