განხილვა:ჯონ უეინი

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa

სტალინთან დაკავშირებული ეს სულელური ისტორია ხომ არ ამოვიღოთ სტატიიდან? ინგლისურ ვიკიზე ვნახე და წყაროდ საიმონ სებაგ მონტეფიორეს ახალგაზრდა სტალინი აქვთ წყაროდ მითითებული, ეს წიგნი ისტორიული ან დოკუმენტალისტური ნაწარმოები ნამდვილად არ არის, ავტორის პირად შეხედულებებზეა ძირითადად აგებული და უამრავ სრულიად დაუსაბუთებელ ინფორმაციას შეიცავს, ესეც ერთ-ერთი მათგანია. ვფიქრობ უაღრესად არაენციკლოპედიური თემაა და ვიკიში ამის ადგილი არ არის, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება დარჩეს მაგრამ წინადადების დასაწყისში დაემატოს სიტყვები: დაუსაბუთებელი მოსაზრების თანახმად...--GagaVaa 16:53, 8 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით, მეორე ვარიანტი აჯობებს დაუსაბუთებელი მოსაზრების თანახმად... ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 17:43, 8 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

არ არის ეს მონტეფიორეზე დაყრდნობით შემოტანილი. Michael Munn, „John Wayne: The Man Behind the Myth“ — Robson Books, 2004 ეს წიგნი მთლიანად მაგ საკითხს ეხება, საკმაოდ სანდო წყაროა. --M. განხილვაწვლილი 14:03, 13 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ ამ წიგნის ონლაინ ვერსია ვერ ვიპოვე თუმცა ვნახე რამდენიმე საინტერესო რევიუ, სადაც ჩანს, რომ მემგონი წიგნში არის საუბარი მსგავს თემაზე, თუმცა ეს მხოლოდ დაუსაბუთებელი მტკიცებაა ფაქტის ავტორის მიერ. გუარდიანზე ნანახმა სტატიამაც დამარწმუნა ამაში, სადაც სრული აბდაუბდაა მოთხრობილი ამ ფაქტის ირგვლივ.--GagaVaa 16:39, 15 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი
გვერდ „ჯონ უეინი“-ზე დაბრუნება.