განხილვა:ხირსა
ციტა უცნაურად მეჩვენება, რომ 573 კაციან სოფელში ცხოვრობს 6 ეროვნების წარმომადგენელი: ქართველები, იეზიდები, სომხები, ქისტები, აზერბაიჯანელები, რუსები. საიდან არის ეს ინფორმაცია აღებული? თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან საინტერესო ფაქტია.--Zolokin განხილვაწვლილი 12:21, 7 აგვისტო 2010 (UTC)
იქ მეტად ბევრი ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ: დაღესტნელები, ავარელები, ებრაელები, უდინთა 2 ოჯახი. ინფმორმაცია ჩემგანაა :). --თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 12:33, 7 აგვისტო 2010 (UTC)
დაღესტნელებში რამდენიმე ეთნოსი მოიაზრება, მათ შორის ავარელი. გამოდის, რომ 573 კაციან სოფელში (დაახ. 143 ოჯახი) ცხოვრობს 9 ეროვნების წარმომადგენელი – ქართველები, იეზიდები, სომხები, ქისტები, აზერბაიჯანელები, რუსები, ავარელები, ებრაელები, უდები (და არა უდინები)? პირადი ინფორმაცია კარგია, მაგრამ აღწერის მასალები რას გვეუბნება? --Zolokin განხილვაწვლილი 12:40, 7 აგვისტო 2010 (UTC)
ჰო, კიდევ 3 აფხაზთა ოჯახი, 3 ოსური (მეტიც) ოჯახი ცხოვრობს--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 12:41, 7 აგვისტო 2010 (UTC)
არ ვიცი რას გვეუბნება. სხვათაშორის 2002 წლის შემდეგ შედეგი, დამიჯერეთ, რადიკალურად შეიცვალა. 600 -700 კ. იქნება. არა უფრო მეტი ოჯახი იქნება--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 12:44, 7 აგვისტო 2010 (UTC)
ე. ი. 11 ეროვნება სულ? 573 კაციან სოფელში? აბა მარქსს ხირსაზე უთქვამს: პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდითო (ეს ხუმრობით). სერიოზულ წყაროს სანამ არ მიუთითებთ (მაგ. აღწერის მასალები), მანამდე საეჭვოდ მეჩვენება ეს ინფორმაცია. საწყენად ნუ მიიღებთ.თქვენ კი სიამოვნებით დაგიჯერებთ, მაგრამ ფაქტი – ფაქტია. --Zolokin განხილვაწვლილი 12:47, 7 აგვისტო 2010 (UTC)
მადლობა გიორგის. აღწერის მასალები სულ სხვა საქმეა. — Zolokin განხილვაწვლილი 13:01, 7 აგვისტო 2010 (UTC)
ეთნოსი ეთნოსია, ერი კი ერია--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 13:06, 7 აგვისტო 2010 (UTC)
გეთანხმებით, ერი (nation) და ეთნოსი (Ethnos) განსხვავებული მნიშვნელობის ცნებებია. ერი (nation) დღეს სახელმწიფოებრივ კუთვნილებას აღნიშნავს. მაგ. ზინედინ ზიდანი ეროვნებით ფრანგია, რადგან საფრანგეთის მოქალაქეა, მაგრამ ეთნიკურად ის ქაბილია. ამ ნიშნით, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი არის ეროვნებით (nationality) ქართველი, თუმცა ასევე მიეკუთვნება საქართველოში მცხოვრებ ამა უ იმ ეთნიკურ ჯგუფს (Ethnic group). — Zolokin განხილვაწვლილი 13:31, 7 აგვისტო 2010 (UTC)
გაიხარე! მოკლედ ასე ძალიან ცოტა ხალხი ფიქრობს, მაგიტომაც ნერვები მეშლება ხშირად. --თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 13:52, 7 აგვისტო 2010 (UTC)
როგორც ისტორიკოსებისგან ვიცი, სიმონ ჯანაშია ავტობიოგრაფიაში წერდა: "ეროვნებით ქართველი, ტომით აფხაზი". ამ შემთხვევაში, ტომი = ეთნოსი. — Zolokin განხილვაწვლილი 13:55, 7 აგვისტო 2010 (UTC)
კი, აშკარად ეთნოსი იქნება. --თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 13:56, 7 აგვისტო 2010 (UTC)
სტატიას სჭირს რამე?
რედაქტირებასტატიას სჭირს რამე თუ მარტო ჩემთან აჩვენებს ასე საშინლად? --ჯაბა ლაბაძე 19:35, 17 ივნისი 2013 (UTC)