განხილვა:ჩოხოსან რაინდთა დასი

ბოლო კომენტარი: 1 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა 78.40.106.13 თემაში იჰეუდჯჰფიდჯ

ამ სტატიას ჩოხოსან რაინდთა დასი რომ ერქვას დაშავდება რამე? — ჯაბა ლაბაძე () 14:19, 7 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

აშკარად ჯობია ჩოხოსან რაინდთა დასი. — GIO---->>13 განხილვაწვლილი 14:21, 7 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა და თან სურათზეც მასეა დაწერილი. დაველოდოთ სხვების აზრს. — ჯაბა ლაბაძე () 14:23, 7 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

არ ვარ წინააღმდეგი, თუმცა უჩემოდაც შეგიცვლიათ.— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 17:08, 7 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

სტატია არის მიკერძოებული. და კიდევ არ არის საჭირო ყველა წევრს გაუკეთდეს ბმულები. გოგი დოლიძე საკმარისია. სტატიის ავტორმა არ კი იცის რომ გოგის გიორგი ჰქვია. ცანგალა () 17:45, 7 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

რაც მიკერძოებად ჩათვალოთ წაშალეთ. ბმულები მე არ გამიკეთებია, ბმულებს კი არა სტატიის წერას ძლივს ვახერხებ, ისეთი რთული საიტია ჩემთვის. მე მეგონა ასეთი ლამაზი ფორმა, რომელიმე ადმინმა მისცა.

ერთ რამეს ვთხოვ ადმინებს: ტყუილად ნუ მაწყენინებთ, მე ღმერთის საკმაოდ მწამს და ასაკიდან გამომდინარემაც დავაგროვე ისეთი გამოცდილება, რომ ავადმყოფური თავმოყვარეობისაგან და განდიდების მანიისაგან შორს ვარ.

მე ვნახე, რომ ვიკიპედიაში იყო განყოფილება ”საზოგადოებრივი ორგანიზაციები” და რადგანაც ჩვენი დასიც მას მიეკუთვნება, იმედი მაქვს, რომ სტატიაც იქ განვათავსე. ასეთივე ხასიათის ინფორმაცია სდევს ჩოხოსან რაინდთა საიტის განყოფილებაში - ”ჩვენს შესახებ”, ავტორია დასის ხელმძღვანელი. რაც შეეხება მის სახელს, ყველა საინფორმაციო საშუალებებში მას გოგიდ მოიხსენიებენ და მგონი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს გოგი იქნება თუ გიორგი.

ისტორია ძალიან მიყვარს და თუ თქვენი კეთილი მხარდაჭერაც მექნება, შევეცდები რომ ჩვენი თანამშრომლობა ყოველგვარი პირადული ინტერესის გარეშე გამოადგეს ჩვენს საქართველოს.

ეს ალბათ ლირიკაა მაგრამ ჩემს შესახებ, რომ ობიექტური წარმოდგენა შეგექმნათ თუ დრო გექნებათ გაეცანით ჩვენს საიტზე სტატიას ”მიმართვა თერჯოლის...” განყოფილებაში ”თერჯოლა და თერჯოლლები”, ერთი სიტყვით ვცდილობ სამშობლოსათვის იმაზე მეტი გავაკეთო ვიდრე შემიძლია. ხანდისხან გამომდის. ეს არაა არც მიკერძოება და არც განდიდება.

თუ ჩათვალოთ რომ ეს პასუხი არ შეესაბამება ვიკიპედიას წაშალეთ, თქვენი საქმე თქვენ უკეთ იცით.

ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 03:03, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

სტატიის სტილს მივხედავ.— გიორგი, 04:09, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ბატონო გიორგი. სტატიის დიზაინი ძალიან მომეწონა, გთხოვთ ორი თხოვნა შემისრულოთ: 1. სურათის ქვეშ, სადაც წერია ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ასე დააწეროთ: ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი.— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 05:54, 8 ივნისი 2010 (UTC) იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ დასს ქაქუცას სახელი ჰქვია. 2. კარგი იქნება თუ სათაური იქნება ჩვენს საიტზე გადამყვანი ბმულით, თუ ეს არ დაარღვევს ვიკიპედიის წესებს. კიდევ ერთხელ გმადლობთ დახმარებისათვის.პასუხი

ბატონო ბადრი საკონტაქტო ინფორმაციის ჩამატება ვიკიპედიის წესებში არ შედის შევცვალე აღნიშნული ფორმით. — ჯაბა ლაბაძე () 05:57, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ბატონო ჯაბა. თუ შეიძლება სურათის ქვემოთაც შეასწორეთ, როგორც გთხოვთ.— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 06:10, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

თქვენი თხოვნა შესრულდა. — GIO---->>13 განხილვაწვლილი 06:12, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ.— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 06:16, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

პირველი მოადგილე - ბატონი შმაგი საყვარელიძე. მოადგილე - ვიტალი სუხარულიძე, მდივანი - მურად გვენეტაძე, დანარჩენები კი წევრები არიან: ჯუმბერ ლეჟავა, კოტე მიქაძე, ილო პატაშური, მურმან გელენიძე, ბადრი წიქორაძე და სხვები. - ეს წინადადება ამოსაღებია. რატომ? - შემდეგ სხვა წევრები იტყვიან ჩვენ რატომ არ ვწერივართო. ეს არის - ენციკლოპედია.— ცანგალა () 06:50, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

როგორც შეესაბამებოდეს ვიკიპედიას. თუ საჭიროდ თვლით ამოიღეთ. მე კაპრიზიანი კაცი კი ვარ, მაგრამ არა უადგილოდ. თქვენი საქმის თქვენ იცით. მე გაწოდებთ მართალ ინფორმაციას, თქვენ მას არგებთ ვიკიპედიის კანონებს. დიდი მადლობა დახმარებისათვის. საერთო საქმე, პატრიოტული, ქართული საქმე კეთდება. საპრეტენზიო არაფერია.— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 07:18, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

წინააღმდეგი. ამ წინადადებაში ძირითადი წევრებია თავმოყრილი და მისი ამოღება აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია. თუნდაც ეს ინგლისუი სტატია ნახე - არამარტო წევრების სახელებს, არამედ პორტრეტებსაც დაინახავ. პ.ს. ბატონო ბადრი, თუ პროფესორ დოლიძის სურათს ატვირთავთ, ძალიან მადლობელი დავრჩებით.— გიორგი, 11:33, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

სურათები ბევრი გვაქვს, მაგრამ სად ავტვირთო?— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 14:55, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ჯუმბერ ლეჟავა, კოტე მიქაძე, ილო პატაშური, მურმან გელენიძე, ბადრი წიქორაძე და სხვები. გიორგი, იქნებ სხვები უფრო საინტერესო პიროვნებები არიან? რის მიხედვით არის შემოტანილი? რას ანიჭებთ უპირატესობას? ოფიციალურ გვერდზე ხომ ყველაფერი წერია? ხოლო რაც შეეხება შენს მიერ მითითებულ სტატიას გადახედე სიით პირველი სამი en: Keir Hardie, en: Arthur Henderson, en: George Nicoll Barnes და ბოლო სამი en: Tony Blair, en: Gordon Brown, en: Harriet Harman ალბათ დიდი თუ არა პატარა სხვაობა მაინც არის.— ცანგალა () 15:09, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

რა პრობლემაა, რომ ამდენ ხანს სალაპარაკოდ ღირდეს. ვინც თქვენ ჩამოთვალეთ ინგლისელები არც ერთს არ ვიცნობ და ჩემთვის სულ ერთია ვინ არიან. ეს ქართული ვიკიპედიაა და ჯუმბერ ლეჟავა თუ ილო პატაშური საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმავე საქართველოსთვის ნიუტონი. ასე რომ ერთმანეთის შედარება არ ღირს, ჩვენები სჯობნიან. ჩემს პიროვნებაზე თუ ვისმეს აქვს პრეტენზია, ამ დასისათვის მე იმდენ რამეს ვაკეთებ, რომ არა მგონია დასის წევრებს შორის მოხსენების ღირსი არ ვიყო, თუმცა ჩემი კაცობით და ცხოვრებით, არც სხვა რამეში დავუდებ სხვებს ტოლს. რამეში არის პრობლემა? ეს ვიკიპედიაა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ? ჩვენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას ასეთი წევრები ჰყავს და მათთვის შეურაცყოფის მიყენება საჭირო არაა. ეს ქართული ვიკიპედიაა!!!— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 16:12, 8 ივნისი 2010 (UTC)— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 16:18, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

იჰეუდჯჰფიდჯ

რედაქტირება

უწჰდჯფუფდოდ9ე

დჰდჯჰდჯდი 78.40.106.13 14:52, 2 ოქტომბერი 2024 (UTC)პასუხი

გვერდ „ჩოხოსან რაინდთა დასი“-ზე დაბრუნება.