განხილვა:შოტლანდიურ-გელური ენა
ქართულად მგონი ან გელური უნდა იყოს, ან შოტლანდიური :) ეს ორი სათაური რად უნდა, მაინც ვერ გავიგე? :)--გიგა პასუხი 14:07, 13 სექტემბერი 2008 (UTC)
შოტლანდიური ენა, გელური (გაელური) ენა - ქსე, ტ. 11, გვ. 23, თბ., 1987. აქედან გამომდინარე ჩემი აზრით უნდა იყოს მხოლოდ შოტლანდიური ენა და გადამისამართება გელური ენიდან და გაელური ენიდან.--ცანგალა (გ) 20:15, 13 სექტემბერი 2008 (UTC)
აი, ვიგრძენი, რომ მასე უნდა ყოფილიყო :)) --გიგა პასუხი 20:26, 13 სექტემბერი 2008 (UTC)
- გაკეთდა - Island 12:35, 28 ნოემბერი 2008 (UTC)
გელური ენის ამ სტატიაზე გადმომისართება არასწორად მიმაჩნია, რადგან გელური ენა (ანუ Gaelic language) თავის მხრივ მოიცავს ერთმანეთთან მონათესავე სამ ენას: შოტლანდიურ გელურს (Scottish Gaelic), ირლანდიურ გელურს (Irish Gaelic) და მენურ გელურს (Manx language). ფაქტობრივად, სამივე ენა გელურია, შესაბამისად ვფიქრობ, რომ გელური ენის მხოლოდ შოტლანდიურზე გადმომისამართება არაა სწორი. --ხაშურელი განხილვაწვლილი 14:55, 9 იანვარი 2013 (UTC)
- ამ საქმის დიდი პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ინგლისურში არსებობს სამი სტატია Scottish Gaelic, Scots language და Scottish English. ამ სტატის ინგლისურ ინტერვიკს გადავყავართ სტატიაზე Scottish Gaelic. ვფიქობ ხაშურელის შენიშვნა სამართლიანია. --ჯაბა ლაბაძე 15:40, 9 იანვარი 2013 (UTC)
აქ დიდი შეცდომაა დაშვებული: ეს ენა, რომელზეც დაწერილია ეს სტატია, (შოტლანდიური ენა) სინამდვილეში არის შოტლანდიური გელური ენა, ან გელურ შოტლანდიური ენა, რომელიც ეკუთვნის ინდოევროპული ოჯახის კელტური შტოს გოიდელური (ანუ გელური) ენების ოჯახს. შოტლანდიაში არსებობს მეორე ენაც, რომელზეც ქართულ ვიკიპედიაში სტატია არ არსებობს, თუმცა აქ ასევე შოტლანდიურ ენადაა მოხსენებული და გადმომისამართებაა ამ გვერდზე. რეალურად, ის სულ სხვა ენაა (ინგლისურად Scots language) და შედის გერმანული ენების ოჯახში. ასე რომ, ვთვლი, რომ ეს სტატია გადასატანია შოტლანდიური ენა (გელური)-ზე ან გელურ- შოტლანდიური-ზე, ხოლო იმ სტატიას, როცა დაიწერება, უნდა ერქვას შოტლანდიური ენა (გერმანული).--ხაშურელი (გ) 16:28, 16 მაისი 2013 (UTC)
- ახალ სტატიას შეიძლება ანგლო-შოტლანდიური ენაც შეიძლება ერქვას, როგორც სტატიაშია მოხსენიებული, მაგრამ ეგ უკვე სხვა საკითხია, ჯერ ესაა გადასაწყვეტი. --ხაშურელი (გ) 18:31, 16 მაისი 2013 (UTC)
- ჩემი აზრით, ეს სტატია გადასატანია გელურ-შოტლანდიურ ენაზე (მასზე ვაკეთებთ გადამისამართებას შოტლანდიური ენა (გელური)-დან. პირიქითაც შეიძლება, უბრალოდ ფრჩხილებს ვარიდებ თავს). როდესაც შეიქმნა ორი სხვა შოტლანდიური ენა, შესაბამისად ერქმევათ ანგლო-შოტლანდიური ენა (შოტლანდიური ენა (ინგლისური)-დან გადამისამართებით) და მეორეს შოტლანდიური ენა (გერმანული) (უფრჩხილოდ ვერ მოვუფიქრე სახელი). ამ სათაურით (შოტლანდიური ენა) უნდა გაკეთდეს მრავალმნიშვნელობის გვერდი, სადაც ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნულ სამ ენაზე იქნება დაწერილი. თუ ვინმეს უკეთესი იდეა აქვს, მივესალმები--შოთა [UT] 07:19, 17 მაისი 2013 (UTC)
- გეთანხმებით გადასატანია, მაგრამ ახალ სტატიას რა დავარქვათ? ანგლო შოტლანდიური თუ გერმანიკულ შოტლანდიური? ჯერჯერობით ვიკავებ თავს რათა ვნახოთ ქსე-ში როგორ ქვია მეორე ენას ქართულად, ანუ შეიძლება იმდენად განსხვავებული სახელი ქვია რომ ამ სტატიის გადატანა აღარ გახდეს საჭირო. პრინციპში მაინც გადასატანია, რომ ხალხი არ დაიბნეს ამაზე კი მრავალმნიშვნელობას გავაკეთებ და მეორე ენის სახელს როცა ვნახავთ მერე ჩავასწოროთ.--GagaVaa განხილვაწვლილი 11:35, 18 ივნისი 2013 (UTC)
- ჩემი აზრით, ეს სტატია გადასატანია გელურ-შოტლანდიურ ენაზე (მასზე ვაკეთებთ გადამისამართებას შოტლანდიური ენა (გელური)-დან. პირიქითაც შეიძლება, უბრალოდ ფრჩხილებს ვარიდებ თავს). როდესაც შეიქმნა ორი სხვა შოტლანდიური ენა, შესაბამისად ერქმევათ ანგლო-შოტლანდიური ენა (შოტლანდიური ენა (ინგლისური)-დან გადამისამართებით) და მეორეს შოტლანდიური ენა (გერმანული) (უფრჩხილოდ ვერ მოვუფიქრე სახელი). ამ სათაურით (შოტლანდიური ენა) უნდა გაკეთდეს მრავალმნიშვნელობის გვერდი, სადაც ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნულ სამ ენაზე იქნება დაწერილი. თუ ვინმეს უკეთესი იდეა აქვს, მივესალმები--შოთა [UT] 07:19, 17 მაისი 2013 (UTC)
გადატანა აუცილებელია, იმ სტატიისთვის მე ოპტიმალური ანგლო-შოტლანდიური ენა მგონია.--SALINER დაუკავშირდი 16:51, 18 ივნისი 2013 (UTC)
- გადატანა გავაკეთე მაგრამ აგერ ნახევარი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ნაჩქარები გადაწყვეტილება იყო და ვაუქმებ გადატანას, მოგვიანებით დავაკონკრეტებ რატომ. p.s. ვინმემ ნახოს ქსე-ში როგორ არის ქართულად Scots language. --GagaVaa განხილვაწვლილი 20:22, 5 იანვარი 2014 (UTC)
- ვერ ვაბრუნებ ისტორია აირია რაღაც ეტყობა, აქ გადმოვამისამართებ და მერე გააწორეთ, ვისაც ხელგეწიფებათ.--GagaVaa განხილვაწვლილი 20:44, 5 იანვარი 2014 (UTC)
ცალკე უნდა იყოს სტატია შოტლანდიური ენა, ან როგორც რუსულშია შოტლანდიური ენა (გერმანული), რადგან ის კიდევ სხვაა და შედის გერმანულ ენებში. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 04:11, 1 მაისი 2014 (UTC)
- შოტლანდიური ენა არის ეს ენა, ინგლ scotish ითარგმნება ზუსტად როგორც შოტლანდიური, მეორე ენა არ ვიცი ქართულად როგორ მოიხსენიება მაგრამ ის არის ინგლისურად scots language ანუ სკოტთა ენა ითარგმნება პირდაპირ, მეორე ენას შოტლანდიურს როგორც ასეთს არ უწოდებენ.--GagaVaa 07:49, 26 აგვისტო 2014 (UTC)
- ფორმულირება „შოტლანდიურ-გელური“ არასწორია. Scottish Gaelic იქნება „შოტლანდიური გელური“. მეორე ენას, ანუ Scots language-ს შეიძლება ერქვას უბრალოდ „შოტლანდიური ენა“ ან „შოტლანდიური ენა (გერმანიკული)“. გიო ოქრო 11:28, 5 აგვისტო 2024 (UTC)
გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)
რედაქტირებამოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,
ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები შოტლანდიურ-გელური ენა. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
- დაემატა არქივი https://web.archive.org/web/20120118104723/http://www.scottish.parliament.uk/gaidhlig/ http://www.scottish.parliament.uk/gaidhlig/-ზე
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.—InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 10:13, 29 დეკემბერი 2020 (UTC)