განხილვა:ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu თემაში სახელი

წელიწადი რატომ აქვს სათაურში, სხვა დროსაც გადმოასახლეს? ან თუ უნდა ფრჩხილებში რატომ არაა? — ჯაბა ლაბაძე () 21:02, 17 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

წელიწადი მოვაშოროთ. - Island (გ) 04:51, 18 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
წელიწადის მოშლის მომხრე ვარ, რადგან ასეთი ფაქტი ერთია ისტორიაში. 2. გადმოსახლება? იქნებ ჩამოსახლება? ან იქნებ სულაც გადასახლება? ამ სამიდან ჩამოსახლება უფრო მართებული მგონია – ჩემთვის ეს სიტყვა ტოვებს იძულებით გადასახლების ასოციაციას (რატომღაც)... თანაც ისტორიაში მე ასე ვისწავლე. — დავით პასუხი 05:48, 18 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

გაკეთდა. ამ ეტაპპზე მხოლოდ წელი მოვაშორე. – ჯაბა ლაბაძე () 06:21, 19 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოიყვანა...მათგან ერთდროულად 40 ათასი მოლაშქრე გამოდიოდა

რედაქტირება

40 ათასი ოჯახი ეს არის მინიმუმ 200 ათასი ადამიანი.ამდენი ხალხი ერთ ურდოში ვერ იქნებოდა (ყივჩაღები მრავალ დიდ და პატარა ურდოებად მომთაბარეობდნენ, მათ ყველას საკუთარი ხანი ჰყავდათ, ასეთები კი 30-მდეა ცნობილი), მითუმეტეს უკვე დამარცხებულ ურდოში, რუსებმა 1116 წელს ყივჩაღი ხანები სასტიკად დაამარცხეს, ამ მარცხის შემდეგ ერთ-ერთი ურდო რომელსაც ადრე შარაღანი მეთაურობდა ორად გაიყო, ერთი ნაწილი სირჩანის მეთაურობით ადგილზე დარჩა, ხოლო მეორე ნაწილი მისი ძმის ათრაქას მეთაურობით ჩრდ.კავკასიაში გადმოვიდა, სადაც მოწვევა მიიღო დავითისგან.ამ ურდოს რაოდენობის განსასაზღვრად გამოდგება 2 ფაქტი, ერთი ის რომ რუსებთან წარმოებული სისტემატიური ომების პერიოდში ყივჩაღთა ჯარის რიცხვი 10-15 ათასის ფარგლებში მერყეობს, მეორე ის რომ ცნობლია მეორე მსგავსი გადასახლება, 40 ათასი (ეს ციფრი უბრალო დამთხვევაა?) სული ყივჩაღისგან შემდგარი ურდო კოტიან-ხანის მეთაურობით 1238 წელს თავის ქვეყანაში დაასახლა უნგრეთის მეფემ. მოკლედ საუბარი შეიძლება არა 40 ათას ოჯახზე, არამედ 40 ათას სულზე და მათგან გამომავალ დაახლ.5 ათას ყივჩაღ მეომარზე ქართულ ჯარში. ისიც უნდა ითქვას, რომ ყივჩაღთა დიდი ნაწილი არ დარჩენილა საქართველოში საცხოვრებლად, რუსული ქრონიკის ცნობით ათრაქა ყივჩაღთა დიდი ნაწილით, მისი ძმის სირჩანის მიწვევით 1125 წელს უკან დაბრუნებულა სტეპში. მოკლედ დროა დასრულდეს ყოვლად გაუმართლებელი მითები 40 ათას ყივჩაღ მეომარსა და 90 ათასიან ქართულ ჯარზე.

დასასრულ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობა ქართველებსა და ყივჩაყებს შორის არ იყო მაინცდამაინც მეგობრული, არაბული წყაროებიდან ცნობილია, რომ შირვანში ლაშქრობისას ქართველებსა და ყივჩარებს შორის მძიმე დაპირისპირება შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა და ერთი ღამის განმავლობაში ისინი დაუნდობლად ხოცავდნენ ერთმანეთს.ის გარემოება, რომ დავითს შეეძლო ძალისმიერი კონტროლიც გაეწია ყივჩაღებზე ასევე ირიბად, მაგრამ მაინც მიანიშნებს ყივჩაღების შედარებით მოკრძალებულ რიცხვზე.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა G.Nizharadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

სახელი

რედაქტირება

ყივჩაყი თუ ყივჩაღი? — Mikheil მიწერა 11:06, 25 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს ქსე-ში ყივჩაები წერია. – BruTe () 11:24, 25 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
არა მარტო ქსე-ში. Deu. 12:52, 25 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
გვერდ „ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში“-ზე დაბრუნება.