განხილვა:ქობულეთი

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977 თემაში ეპარქია

ქობულეთის პირველადი მნიშვნელობა ამ ქალაქისაა და ამიტომ ფრჩხილებში მიწერა არ არის მიზანშეწონილი. - ალ-ო / 18:47, 17 ივნისი 2007 (UTC)პასუხი

ეპარქია

რედაქტირება

აქ ერთმა დაურეგისტრირებელმა მომხმარებელმა ბათუმისა და სხალთის ეპარქია, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაზე გადაასწორა (თუმცა, ბმულს არ შეეხო), გასარკვევია, ეს ეპარქიები ერთიდაიგივეა, თუ სხვადასხვა --გიგა პასუხი 15:43, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მგონი არა, [1], განსაკუთრებით ბოლო აბზაცებს დააკვირდი --ბრუტ () 16:17, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2008 წლის კალენდარში ასე წერია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია --ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 16:23, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

აბა, სხალთა საიდან მოვიდა?:) --გიგა პასუხი 16:24, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი


 
„1996 წლის ნოემბრიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიას მართავს მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი).
2006 წლის 21 დეკემბერს წმ.სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნა სხალთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია.“

ასე რომ სხალთის ეპარქია 2006 წელს შეიქმნა, თუმცა არაა გამორიცხული 2008 წლისათვის იგი გაუქმდა ან სახელი შეეცვალა (ჯაბას მონაცემების მიხედვით) --ბრუტ () 16:31, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ესეც ნახეთ], მართალია ცოტა ძველია, მაგრამ მაინც. აქ ლაზეთის ეპარქია ცალკე არ არსებობს. არსებობს 1. ლაზეთის, ტაო–კლარჯეთისა და ახალციხის ეპარქია; და 2. ბათუმისა და სხალთის ეპარქია. — დათო პასუხი 16:44, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

აი 2008 წლის მონაცემები (აქ აკლია დედოფლისწყაროს ეპარქია, რომელიც წელს ერთი თვის უკან გამოეყო ბოდბის ეპარქიას)--ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 16:50, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მართალი ხარ აქაც, ჩამონათვალში ასეა განმარტებული, ასე რომ მგონი ჯობია ანონიმური მომხმარებლის ცვლილება გავაუქმოთ --ბრუტ () 17:02, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
ანონიმური მომხმარებელი მართალია. ისტორია ასეთია: არსებობდა ბათუმისა და სხალთის ეპარქია, რომელიც მოიცავდა მთელ აჭარას. შემდეგ გაიყო ორად ბათუმ-ქობულეთის და სხალთის, იხილეთ პუნქტი 7 სინოდის ოქმი. რაც შეეხება ლაზეთს, თავიდან იყო ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია. შემდეგ ლაზეთი მას გამოეყო და შეუერთდა ბათუმ-ქობულეთს და ახლა მას ეწოდება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია. საპატრიარქოს საიტზე ზოგან დარჩენილია სახელი ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია, მაგრამ მეუფის წოდებაში ყველგან წერია "მიტროოპოლიტი ბათუმისა და ლაზეთისა". ასე რომ მომხმარებლის რედაქტირება სწორია. --გრიგოლ 19:26, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

აქ ერთმა დაურეგისტრირებელმა მომხმარებელმა ბათუმისა და სხალთის ეპარქია, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაზე გადაასწორა (თუმცა, ბმულს არ შეეხო) - და სწორადაც მოიქცა მე ბმულიც შევასწორე. სრულიად ვეთანხმები გრიგოლს. --ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 19:29, 11 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

გვერდ „ქობულეთი“-ზე დაბრუნება.