განხილვა:ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (12 ტომი) - 1991 წლიდან ქართული ენციკლოპედია არ გამხდარა. 1997 წელს გამოიცა ენციკლოპედია საქართველო (ხუთტომეული) (მხოლოდ ერთი ტომია გამოცემული). --Zangala 11:27, 15 აპრილი 2007 (UTC)
სწორედ 1991 წლიდან ყოფილი "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" (ქსე) იწოდება "ქართულ ენციკლოპედიად" (ქე). მისი სრული სახელწოდება გახლავთ: "ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია". შეგიძლიათ შეხვიდეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიტზე (http://www.acnet.ge ) და იქ ნახოთ "ქართული ენციკლოპედიის" გვერდი. რაც შეეხება ენციკლოპედიურ გამოცემას "საქართველო", 1997 წელს გამოიცა მისი პირველი ტომი. ეს გახლავთ ხუთტომეული და მომდევნო ორი ტომი მომზადებულია გამოსაცემად. პატივისცემით, ლევზურ 7:25, 6 აგვისტო 2007
"ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" ბაზაზე შეიქმნა "ქართული ენციკლოპედია" - ალბათ ეს უფრო მართლებულია და არა მგონია, რომ ყოფილი "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" (ქსე) იწოდება "ქართულ ენციკლოპედიად" (ქე). "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიამ" თავისი ისტორია დაამთავრა, მაგრამ ჯერჯერობით უკეთესი ქართულენოვანი სრული, როგორც საბჭოთა ენციკლოპედია იყო - მე ჯერ არ მეგულება ან შეიძლება ინფორმაცია არ მაქვს, რომ რამე გამოსულიყო (თქვენ თუ იცით, გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია). ჩემი აზრით ქე-ის შესახებ ცალკე სტატია უნდა დაიწეროს. I ტომი მე პირადად მაქვს შეძენილი, სადაც გამოყენებულია ქსე-ის მასალები, გვერდები კი ან აკლია ან არეულია. ენციკლოპედიაში მხოლოდ საქართველოს და ქართველების შესახებ არის. მსოფლიოს შესახებ ძალიან ცოტაა, უფრო შეიძლება ითქვას, რომ არ არის. აქვე მოვიტან ქე-დან რედაქციის ციტატას: "ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს ბატონ ედუარდ შევარდნაძეს იმ განსაკუთრებული ყურადღებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ენციკლოპედიური და საცნობარო-ენციკლოპედიური ლიტერატურის მომზადებისადმი, ჩვენი რედაქციის საქმიანობისადმი". ალბათ უკვე დროა პირველი ტომის (გამოსულია 1997) გამოსვლის ათიწლისთავზე გამოვიდეს მომდევნო ორი ტომი. --ცანგალა (გ) 10:38, 6 აგვისტო 2007 (UTC)
- მაინტერესებს საავტორო უფლებებს ვინ ფლობს ქსე–ზე ამჟამად? თუ აღარ ვრცელდება ს.უ.?--Rastrelli F 07:58, 21 აგვისტო 2008 (UTC)