განხილვა:ფუხაანთუბანი

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

@GiorgiXIII: მოგესალმებით. ეს ინფორმაცია სამწუხაროდ მითითებულ ერთადერთ სქოლიოში ვერ მივაგენი. იქნებ დამატებითი ლიტერატურა მიუთითოთ. --Wiki - ჯაბა 03:51, 7 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

გამარჯობათ! სამსახურიდან ეხლა მოვედი და წავიკითხე თქვენი წერილი. გორის მუნიციპალიტეტში 2014 წლის აღწერის ამ ინფორმაციით არის 116 დასახლებული პუნქტი, აქედან ერთი ქალაქი (გორი) და 115 სოფელი. აქედან გამომდინარე სოფელი ფუხაანთუბანი შედის გორის მუნიციპალიტეტის ატენის თემში.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:52, 7 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

რას ბრძანებთ მაგაში ეჭვი არც შემპარვია, მე ვიგულისხმე ზღვის დონიდან მდებარეობა და გორიდან დაშორება. --Wiki - ჯაბა 16:14, 7 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

მივუწკაპუნე კოორდინატებს და გაიხსნა GeoHack. პირველ სტროფში ACME Mapper-ის სერვისზე მივუწკაპუნე ტოპოგრაფიულ რუკას და იქიდან ადვილი დასადგენია. რაც შეეხება გორიდან დაშორებას, თუ სოფელი დიდი ატენი მდებარეობს გორიდან 10 კმ-ში (ასე წერია სტატიაში), მაშინ დიდად სავარაუდოდ სოფელი ფუხაანთუბანი გორიდან დაშორებული იქნება 12 კმ-ით (± 1 კმ).GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:24, 7 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

მესმის თქვენი, მაგრამ ვიკიპედიის მთავარი მოთხოვნა წყაროა. მე ვფიქრობ ეგ ინფორმაცია ამოსაღებია ამ ეტაპზე. --Wiki - ჯაბა 18:27, 7 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ მე არ მაქვს ეგ ინფორმაციაGiorgiXIII განხილვაწვლილი 21:12, 7 აპრილი 2021 (UTC)პასუხი
ამ ბმულზე არის მოცემული მანძილი გორიდან, თუმცა რამდენად შეიძლება მსგავსი ტიპის წყაროს გამოყენება, ვერ ვიტყვი. გიო ოქრო 07:22, 8 აპრილი 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „ფუხაანთუბანი“-ზე დაბრუნება.