განხილვა:უისკონსინი
ვისკინსინია ჩემი აზრით მართებული. იმ ზოგად წესს არ ემორჩილება. - ალ-ო გ / წ 05:06, 17 ივნისი 2007 (UTC)
Wisconsin - ვისკინსინია საიდან არის. პირადად შენ სტატიებში სანტიაგო კალატრავა და ჯორჯია ო'კიფი ვისკონსინი-თ მოიხსენიებ. გადამისამართება ვისკონსინი-დან უისკონსინი-ზე გავაკეთე ქსე-ის მიხედვით, რომელიც არის შედგენილი დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში მიხედვით. შეცდომები რასაკვირველია ყველგან იპარება (არც ჩვენ ვართ ამისგან დაზღვეულები). ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს ვერ დავამატებ. შეიძლება მივმართოთ მომხმარებელი:Maia Miqautadze, მომხმარებელი:Lela Avaliani და მომხმარებელი:Island, რომლებიც ენათმეცნიერები არიან და მზად არიან ყველაფერში დახმარება გაგვიწიონ.--ცანგალა (გ) 08:41, 17 ივნისი 2007 (UTC)
- იქნებ ვინმემ ქსე-ზე უფრო ახალ სანდო წყაროებში მოიძიოს რომელია სწორი ვისკონსინი, თუ უისკონსინი?— დათო_დათო 06:49, 26 ივნისი 2010 (UTC)
ვისკონსინი. მსოფლიოს დიდი ატლასი, გვ. 73, თბილისი, 2009. — GIO---->>13 განხილვაწვლილი 07:41, 26 ივნისი 2010 (UTC)
- სხვებსაც დაველოდოთ და ვნახოთ სხვაგან როგორ არის— დათო_დათო 07:45, 26 ივნისი 2010 (UTC)
- ასევე ქსე-ში უკვე მერამდენედ აღმოვაჩინე, რომ რუკაზე სხვა სახელი წერია, ხოლო სტატიაში სხვა. ასევეა ამ შემთხვევაშიც I ტომში მდებარე აშშ-ის რუკაზე ვისკონსინი წერია, ხოლო სტატია ვისკონსინს უწერია იხილეთ უისკონსინი ეხლა მიდი და გაიგე რომელია სწორი— დათო_დათო 11:25, 26 ივნისი 2010 (UTC)
საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში როგორ არის?— ნიკა (გ) 11:36, 26 ივნისი 2010 (UTC)
- არ ვიცი მე არ მაქვს, მემგონი ჯაბას უნდა ჰქონდეს— დათო_დათო 11:50, 26 ივნისი 2010 (UTC)
[1]— გიორგი, 12:06, 26 ივნისი 2010 (UTC)
[2]— გიორგი, 12:07, 26 ივნისი 2010 (UTC)
- საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (1989, თბილისი):
- ვისკონსინ-ი, იხ. უისკონსინი (გვ. 69)
- უისკონსინ-ი — შტ.; აშშ (გვ. 177)
- ანუ, ორივე ფორმას წერს, მაგრამ უპირატესობას უისკონსინს ანიჭებს. - Island (გ) 14:19, 26 ივნისი 2010 (UTC)