განხილვა:ტიგროსი
ტიგრი თუ ტიგროსი?--Leovizza 18:33, 17 აპრილი 2009 (UTC)
ეს იკითხა ალომაც, და ქსე–ს თანახმად სწორია ტიგრი. --George Mel , 18:36, 17 აპრილი 2009 (UTC)
რა ტიგრი, ტიგროსია. რუსულადაა ტიგრ--თემური განხილვა როდესაც თვენს საათზე იყო: 08:14, 4 ივნისი 2010 (UTC)
- მაშინ ანალოგიურად „ევფრატოსი“ უნდა იყოს, თუმცაღა მეც ტიგროსი ვიცოდი. — Rastrelli F 17:54, 22 ივლისი 2010 (UTC)
- არამარტო ქსე–ში, ჯაბას ვკითხე და საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონშიც ტიგრი წერიაო--დათო_დათო 18:13, 22 ივლისი 2010 (UTC)
კაცო, ჩვენ ვიცნობთ როგორც ტიგროსი!--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 18:29, 22 ივლისი 2010 (UTC)
- წყაროები გვეუბნებიან ტიგრი. ამ შემთხვევაში მე დავუჯერებდი.--გიორგი, 18:32, 22 ივლისი 2010 (UTC)
სამწუხაროდ, ქართულ ენციკლოპედიურ ლიტერატურაში დამკვიდრდა არასწორი "ტიგრი" (რუსულის გავლენით), თუმცა, სამეცნიერო ლიტერატურაში უფრო ხშირად იხმარება სწორი ფორმა "ტიგროსი". იქნებ გამოიძებნოს ასეთი კომპრომისული ვარიანტი: სტატიის სათაური იყოს "ტიგრი (ტიგროსი)". რას იტყვით? --Zolokin განხილვაწვლილი 19:21, 22 ივლისი 2010 (UTC)
- არა. ეგრე ვერ იქნება. მეც ტიგროსი ვიცოდი, მაგრამ ახლა ვნახე მსოფლიოს დიდი ატლასი და ტიგრი წერია. 2009 წლის გამოშვება. ალბათ ამდენი წყარო რახან ასე იტყობინება, ასეა სწორი და დარჩეს. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 19:29, 22 ივლისი 2010 (UTC)
კი ბატონო, დარჩეს, მაგრამ იქნებ ტექსტში მაინც მიეთითოს "ტიგროსი". სიმართლე გითხრათ, მე ამ ენციკლოპედიური ლიტერატურის გარდა არც მახსოვს სადმე თუ წამიკითხავს ფორმა – "ტიგრი". ყველა სამეცნიერო ნაშრომში (რაც ახლა მახსენდება) ეს მდინარე მოიხსენიება, როგორც "ტიგროსი" და კარგი იქნება მკითხველისთვის, თუ ტექსტში მაინც იქნება მითითებული ეს ფორმაც. --Zolokin განხილვაწვლილი 19:54, 22 ივლისი 2010 (UTC)
- დიახ. ამაში ნამდვილად გეთანხმებით, საჭიროა ფრჩხილებში მიეთითოს ტიგროსი, სხვების აზრსაც დაველოდოთ. --GIO---->>13 განხილვაწვლილი 20:02, 22 ივლისი 2010 (UTC)
კი ბატონო, დაველოდოთ. საინტერესოა მათი აზრი. --Zolokin განხილვაწვლილი 20:05, 22 ივლისი 2010 (UTC)
ტექსტში მითითებისას აუცილებელია წყარო (თუ სადაა ნახმარი ტიგროსად). „ევფრატოსი“ რომ ვახსენე ზევით, საინტერესოა ესეც სწორი ფორმა იქნებოდა ქართულში? თუ ტიგრი რუსულიდან დამკვიდრდა, მაშინ ევფრატიც ნალოგირად, თუმცა „ევფრატოსი“ (ან მსგავსი) არსად შემხვედრია. R. 20:17, 22 ივლისი 2010 (UTC)
ტრადიცია სათავეს იღებს ძველი ქართული მწერლობიდან, სადაც ტიგრს (ტიგროსს) ეწოდებოდა "ტიგრისი" (და არა ტიგრი), ხოლო ევფრატს – "ევფრატი" (და არა ევფრატოსი). ამჯერად მოგიყვანთ მაგალითებს ძვ. ქართული მწერლობიდან:
- "ადგილსა მას, სადა შკრბებიან ორნი იგი მდინარენი დიდნი ტიგრისი და ევფრატი" (ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა სჳმეონ მესუეტისაჲ და საკჳრველთ–მოქმედისაჲ რომელი იყო დამკჳდრებულ მთასა ზედა ჰალაბისასა, Vies g‚orgiennes de S. Symეon Stylite l'Ancien et de S. Ephrem, editees par Gerard Garitte, Louvain 1957, (Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, 171/Scriptores iberici, 7), p. 65;
- "და მდინარე მესამე – ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი" (მცხეთური ბიბლია, დაბადება 2:14)
- "და შეემთხჳნეს მას ბრძოლად ყოველნი მკჳდრნი მთით კერძონი და ყოველნი მკჳდრნი ევფრატისნი და ტიგრისისნი" (მცხეთური ბიბლია, ივდითი 1:6)
- "და მოვიდეს ვიდრე ტიგრისამდე მდინარისა. და დაადგრეს განსუენებად მუნ" (ოშკის ბიბლია, ტობია 6:1);
- "დღეს ამას ოც და მეოთხესა თთჳსა მის პირველისასა, წელსა მას მესამესა მისრულ ვიყავ, და ვდეგ მდინარესა მას დიდსა, ესე იგი არს ტიგრისი" (ოშკის ბიბლია, დანიელი 10:4)
გავაგრძელო მაგალითების მოყვანა?
"ტიგროსი" ახ. ქართულში იმდენად ხშირად იხმარება, რომ ამის მითითება ზედმეტიც კი არის, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლით, ამასაც გავაკეთებ (უბრალოდ ჩემი და თქვენი დაკარგული დრო მენანება). პატივისცემით--Zolokin განხილვაწვლილი 20:54, 22 ივლისი 2010 (UTC)
P.S. ისე სრულიად გაუგებარია კატეგორიის დასათაურება: "კატეგორია: პროექტ თურქეთის სტატიები". რას ნიშნავს ეს? ვის შეუძლია აგვიხსნას? --Zolokin განხილვაწვლილი 20:55, 22 ივლისი 2010 (UTC)
- მე აგიხსნით. ყოველ თვე, ჩვენ ვირჩევთ ვიკიპროექტს და ერთი თვე იმ ქვეყანაზე ვწერთ სტატიებს, ასე, რომ რომელი სტატიაც დაიწერება ამ ერთი თვის განმავლობაში, ის ვიკიპროექტი მაგალიტად თურეთის სტატიაა. ახლა პროექტად აშშ არის არჩეული. აი აქ შეგიძლიათ იხილოთ არჩევნები და მიიღოთ მასში მონაწილეობა. --GIO---->>13 განხილვაწვლილი 21:03, 22 ივლისი 2010 (UTC)
ახლა გასაგებია. გმადლობ. მაგრამ ქართულად უფრო სწორი იქნებოდა: პროექტის – "თურქეთი", სტატიები. --Zolokin განხილვაწვლილი 21:31, 22 ივლისი 2010 (UTC)
- კი, მაგრამ, პროექტს ჰქვია - თურქეთის ვიკიპროექტი - ან, - აშშ-ის ვიკიპროექტი და ასე შემდეგ. მაგიტომაა მასე. --GIO---->>13 განხილვაწვლილი 08:16, 23 ივლისი 2010 (UTC)
ბოლო ცვილებებში მოვკარი თვალი და შევიხედები და გავიგებ, რა არის ეს ტიგრი-მეთქი, ვიფიქრე, თორემ აქამდე ამ მდინარეს მეც ტიგროსის სახელით ვიცნობდი :) გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოებშიც (ყოველშემთხვევაში მე რითაც ვისწავლე) ტიგრს ვერსად ამოვიკითხავთ--გიორგი განხილვაწვლილი 08:35, 23 ივლისი 2010 (UTC)
- ტიგრი, ქსე, ტ. 9, გვ. 716, თბ., 1985. მართალია ქსე მოძველებულია, მაგრამ უნდა გვქონდეს მითითება თუ როდის შეიცვალა ეს სალიტერატურო ფორმა ახალზე ტიგროსზე? ეს ეცოდინებათ საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტს. -ცანგალა (გ) 09:17, 23 ივლისი 2010 (UTC)
- მეც ეს ვიგულისხმე ზევით - წყარომ რომ ვახსენე. R. 10:48, 23 ივლისი 2010 (UTC)