განხილვა:სტრასბური
(ფრანგ.: Strasbourg [stʀazˈbuʀ] - სტრაზბური; გერმ.: Straßburg - შტრასბურგი; ელზასურ-გერმ.: Schdroosburi - შდროოსბური) - ჩემი აზრით თუ როგორ გამოითქმის ქართულად მიწერა არ არის საჭირო, თანაც ქართული დაბოლოებებით - ი-თი.Zangala 21:15, 2 მარტი 2007 (UTC)
- გეთანხმებით. სახელს რაც შეეხება, "საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის" (1989, გვ. 164) მიხედვით, "სტრასბური"-ა. - Island 05:41, 3 მარტი 2007 (UTC)
- კარგით რა... ხომ არ შეიძლება არა ყველა წვრილმანზე ყურადღება გავამახვილოთ. მინაწერმა რაიმე დააშავა? ვინმე შეცდომაში შეიყვანა? გიორგი მარუაშვილი 09:13, 3 მარტი 2007 (UTC)
- ქსე მიხედვით ტ. 9 გვ. 576 ორივეა ე. ი. სტრასბური(მთავარი სტატია ფრანგ.) და შემდეგ სტრასბურგი(გერმ.). ამიტომ გადამისამართება უნდა გაკეთდეს სტრასბურზე. ხოლო ქართული მინაწერები მოვაცილოთ. გიორგი, ძალიან დიდ პატივს გცემ (ცარიელი სიტყვები არ გეგონოს). მარტო მე კი არა ყველა ვხედავთ, თუ როგორ მუშაობ, მაგრამ ერთ რამეში მაინც დამეთანხმე, როდესაც სტატიის წაკითხვისას მკითხველს რაღაცა მოხვდა თვალში - ეს უკვე წვრილმანი არ არის. Zangala 14:05, 3 მარტი 2007 (UTC)
- გადატანილია: სტრასბურგი > სტრასბური. - Island 14:19, 4 მარტი 2007 (UTC)
მე სტრასბურგის მომხრე ვარ. ქართულში დღემდე დამკვიდრებული იყო სტრასბურგი. თუ ახალი ფორმის დამკვიდრებას ცდილობთ, ისიც თქვით. ქსეში ბევრი სხვა რამეც წერია. გარდა ამისა, სტრასბურგი იყო ერთგვარი კომპრომისული ფორმა ფრანგ. სტრაზბურსა და გერმ. შტრასბურგს შორის --pirtskhalava 07:09, 27 აპრილი 2008 (UTC)
- იქნებ წყარო მიუთითო. - Island 07:34, 28 აპრილი 2008 (UTC)
ამ საბჭოთა ენციკლოპედიას ხო გადაგვაყოლა რა. ამდენი რუსული ტერმინის დამკვიდრებისათვის სჯობს Zangala–ს ანგარიში დაიბლოკოს ვიკიზე. იმ ენციკლოპედიით როგორ უნდა იხელმძღვანელო,სადაც ახალგორი ლენინგორადაა წარმოდგენილი?
სტრასბურგის ისტორია კი მე–20 საუკუნეში არ დაწყებულა,როცა ქალაქი ფრანგებმა დაიკავეს. მისი სახელი საუკუნეების განმავლობაში იყო სტრასბურგი. ქართულ ენაში დამკვიდრდა ფორმა სტრასბურგი და არავისგან მოვისმენთ სტრასბურს.
მოვძებნოთ გუგლში. 0,04 წამში სტრასბურგზე ამოაგდო 40,900. სტრასბურზე 2,440.
ჰო,რაოდენობა არ წყვეტს ხარისხს. მაგ:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=89 ( სტრასბურგის ევროპული სასამართლო ცნობილია)
ევროპის საბჭო. ... სტრასბურგში http://www.nplg.gov.ge/ec/en/sati/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=600:%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D
და ა.შ.
მაგრამ ამ მაგალითებს აზრი არ აქვს. საბჭოთა ენციკლოპედიაში ჩარჩენილებს,რომელიც ვითომ ქართული ენის ნორმებს იცავენ,სინამდვილეში რუსიფიკაციას უწყობენ ხელს, საერთოდ არ უნდა ეკამათო,რადგან აზრი არ აქვს. — 95.223.207.49 07:20, 21 აპრილი 2010 (UTC)
იქნებ დადგა დრო, სტრასბური - სტრასბურგად შევცვალოთ? ქართულ ენაში ფორმა სტრასბურგი რომ დამკვიდრებულია, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ ოფიციალურ გვერდებზე ყველგან სტრასბურგადვე მოიხსენიება. შებრძანდით საქართველოს პარლამენტის საიტზე, შებრძანდით ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტისა თუ ევროსასამრთლოს შესახებ ქართულ გვერდებზე და თავად დარწმუნდებით. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია რომ აკადემიური გამოცემაა და სამაგალითოა ბევრ რამეში, არც ეს არის აზრს მოკლებული, მაგრამ ბრმა მაგალითად არ გამოგავდგება. ასე მაგალითად, ქსე-ში შვედეთი შვეციად იხსენიება, სერბეთი კი სერბიად, ახლა რა ვქნათ, ეს რუსული ვარიანტები დავამკვიდროთ ქართულში??? არ ეყო ჩვენს ენას რუსიფიცირება, თუ ჩვენ შევუწყოთ კიდევ ხელი? გეოგრაფიის ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში ხომ წერია სტრასბურგი და არა სტრასბური, ეს არ კმარა? ქსე-ს ბრმად მიმდევრები რას ელოდებიან, სანამ ახალი ქართული ენციკლოპედია არ გამოვა? მანამდე არაფერი გეტკინოთ. სკოლის წიგნში განათლების სამინისტრო ენის პალატასთან ერთად ამკვიდრებს და ამტკიცებს ახალ ნორმებს და ფორმებს, ნუთუ ეს ზოგ-ზოგიერთისთვის არაფერს ნიშნავს?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 13:06, 24 ნოემბერი 2010 (UTC)
- (მომხრე)--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 15:52, 6 აპრილი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი)--ჩვენი უვიცი მთავრობის უვიცი თანაშემწეების მიერ საიტებზე დაწერილ გაუმართავ ქართულს იმედია სერიოზულად არ აღვიქვამთ მნიშვნელოვან წყაროდ.--GagaVaa განხილვაწვლილი 17:58, 14 მაისი 2013 (UTC)