განხილვა:სომხური დამწერლობა
ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში განზოგადება
განზოგადება
რედაქტირება@Jaqeli: განზოგადება საჭიროა. ინფოდაფაში იწერება გამოყენების პერიოდი. 480 წლით თარიღდება აღმოჩენილი უძველესი წარწერა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სომხური დამწერლობა მანამდეც გამოიყენებოდა, ვთქვათ 2 წლით ადრე. მგონი გასაგებად დავწერე. – BruTe (გ) 18:40, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)
- @BRUTE: ზუსტად რომ პირველად აღმოჩენილი დათარიღებით ხდება ამ ინფოდაფის გამოყენება. იქნება ეს ბერძნული, ივრითი, ჩინური თუ არაბული. ყველგან ზუსტი დათარიღებებია უძველესი აღმოჩენილი წარწერების მიხედვით. ჯაყელი 18:44, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)
- @Jaqeli: ჰოდა, არ არის ეგ სწორი. ინფოდაფაში არაფერი წერია არქეოლოგიურ აღმოჩენებზე. აქ გამოყენების პერიოდი უნდა დაიწეროს. არქეოლოგიური აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე სომხური დამწერლობა არ გამოიყენებოდა. ეს იგივეა, რაც იმის თქმა რომ უძველესი აღმოჩენილი ადამიანის ნაკვალევი 1.8 მილიონი წლით თარიღდება და მანამდე ევრაზიაში ადამიანი არ არსებობდაო. სტატიაში ყველაფერი გარკვევით წერია, სომხური ტრადიციაც და არქელოგიურად დათარიღებული წარწერაც. ინფოდაფაში კი კონკრეტიკა ზედმეტია, მითუმეტეს, დიდი ალბათობით ეს მცდარი კონკრეტიკაა. – BruTe (გ) 18:58, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)
- @BRUTE: ზუსტადაც რომ არქეოლოგიურ აღმოჩენებზეა ყველაფერი დამყარებული. განზოგადება ხდება მაშინ როდესაც ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. ყველაფერს თავის დათარიღება აქვს და უნდა ჰქონდეს და მეხუთე საუკუნე შეიძლება ნიშნავდეს 401 წელსაც და 499 წელსაც ასე რომ ნამდვილად უადგილოა ამ ჩანაწერის გაკეთება. ჯაყელი 19:04, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)
- @Jaqeli: რა თქმა უნდა, ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. ამდენი ხანი მაგას ვლაპარაკობ ზუსტად. ჩემი ვერსია მაგიტომ არის სწორი, რომ დამწერლობის გამოყენება V საუკუნიდან არის ფაქტი, რასაც ვერ ვიტყვით დაკონკრეტებულ 480 წელზე. შენ თუ უძველეს აღმოჩენილ წარწერაზე აკეთებ აქცენტს, ეს უკვე წერია სტატიაში, ინფოდაფაში კი ზედმეტია. იქნებ სხვებიც ჩაერთონ საუბარში. – BruTe (გ) 19:16, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)
- @BRUTE: ზუსტადაც რომ არქეოლოგიურ აღმოჩენებზეა ყველაფერი დამყარებული. განზოგადება ხდება მაშინ როდესაც ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. ყველაფერს თავის დათარიღება აქვს და უნდა ჰქონდეს და მეხუთე საუკუნე შეიძლება ნიშნავდეს 401 წელსაც და 499 წელსაც ასე რომ ნამდვილად უადგილოა ამ ჩანაწერის გაკეთება. ჯაყელი 19:04, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)
- @Jaqeli: ჰოდა, არ არის ეგ სწორი. ინფოდაფაში არაფერი წერია არქეოლოგიურ აღმოჩენებზე. აქ გამოყენების პერიოდი უნდა დაიწეროს. არქეოლოგიური აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე სომხური დამწერლობა არ გამოიყენებოდა. ეს იგივეა, რაც იმის თქმა რომ უძველესი აღმოჩენილი ადამიანის ნაკვალევი 1.8 მილიონი წლით თარიღდება და მანამდე ევრაზიაში ადამიანი არ არსებობდაო. სტატიაში ყველაფერი გარკვევით წერია, სომხური ტრადიციაც და არქელოგიურად დათარიღებული წარწერაც. ინფოდაფაში კი კონკრეტიკა ზედმეტია, მითუმეტეს, დიდი ალბათობით ეს მცდარი კონკრეტიკაა. – BruTe (გ) 18:58, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)
ვემხრობი სანდროს პოზიციას. ინფოდაფაში ჩაწერო რომ გამოიყენება 480 წლიდან არის მომხმარებლის მოტყუება. ვიმორებ უკვე ნათქვმს: 480 წლით დათარიღებული წარწერის აღმოჩენა არ ნიშნავს იმას რომ მაგ წლიდან გამოიყენება. ენა მანამდეც არსებობდა და გამოყენების თარიღის დაკონკრეტება არაა საჭირო. განზოგადებას ვემხრობი.--JABA 1977 20:11, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)
- მეც ვიზიარებ სანდროს პოზიციას. ის რომ 480 წლით თარიღდება აღმოჩენილი უძველესი წარწერა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, რომ დამწერლობა მანამდეც გამოიყენებოდა. — G.G. 08:42, 10 ოქტომბერი 2014 (UTC)