განხილვა:სიჩქარე

ბოლო კომენტარი: 17 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dkvanch თემაში მადლობა

ბატონო Alsandro, იქნებ არ დაიზაროთ მცირე კომენტარი და მიუთითოთ თვალსაჩინოებისათვის მოყვანილი მაგალითების ამოღების მიზეზი. ეს შემდგომი სტატიების შექმისთვისაც სასრგებლო იქნება. წინასწარ გიხდით მადლობას.--Dkvanch 09:50, 12 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი

არაენციკლოპედიური იყო. ეს გასართობი პორტალი არაა. გადახედეთ სხვაენოვან სტატიებს სიჩქარეზე. - ალ-ო / 13:43, 12 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი

ენციკლოპედიურობის შესახებ

რედაქტირება

ვისარგებლე თქვენი წინადადებით. ვნახე ინგლისური და რუსული სტატიები. სხვა ენები არ ვიცი. ისინი იდენტურია, რუსებს ცოტა აინშტაინი დაუმატებიათ. ეს სტატიები ფიზიკას ეხება, შესაბამისად ინფირმაცია უკიდურესად მწირია. ქართულ სტატიაში სიჩქარე ძალიან ზოგაგად არის განმარტებული, მოცემულია მხოლოდ სიჩქარის ფიზიკური აზრი და გამიზნულია არაფიზიკოსებისათვის.

მკითხველისათვის რამდენად საინტერესო იქნება ამ სიდიდის მთელი არსით გადმოტანა, თავისი დიფერენციალებით, გრადიენტებით, მისი თვისებებით გრავიტაციულ ველებში, სასაზღვრო პირობებით, გაზომვების მეთოდოლოგიებით და თავისებურებებით? --Dkvanch 08:51, 15 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი

ჩვენი მიზანია აქ არსებული სტატიები სრულყოფილი გავხადოთ, ანუ, ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოთვალეთ (რაც სიჩქარეს ეხება) სასურველია ამ სტატიაში იყოს, თუმცა: ტექსტში არ უნდა გამოიყენოთ სამეცნიერო ჟარგონი, ანუ ის გასაგები უნდა იყოს არაფიზიკოსისთვისაც და ფორმატი დაცული უნდა იყოს. - ალ-ო / 13:52, 15 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი

მადლობა

რედაქტირება

გმადლობთ საქმიანი და ქმედითი კომენტარისათვის --Dkvanch 16:57, 16 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი

გვერდ „სიჩქარე“-ზე დაბრუნება.