განხილვა:სიონის წყალსაცავის ტაძარი

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

სტატიაში წერია, რომ, „ძეგლის ახალ ადგილზე აღდგენას ხელმძღვანელობდნენ სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს ოსტატი ვალერიან ვაჭარიძე და ქვისმთელთა ბრიგადირი მიხეილ ბოგუშევი“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან, მოიხედავად იმისა, რომ, ამ ადამიანებმა ფასდაუდებელი ღვაწლი დასდეს ამ სამუშაოს, ისინი ხელმძღვანელები ვერ იქნებოდნენ. ამგვარ საქმეებს ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორ-რესტავრატორები, რომელთა შორის ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო სტატიაში მითითებული წყაროს - „ძეგლის მეგობარში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, არქტექტორ-რესტავრატორი ლევან ხიმშიაშვილი. ამიტომ, სიტყვა „ხელმძღვანელობდნენ“ ამ შემთხვევისათვის შეუფერებელია. --Ninushka განხილვაწვლილი 22:25, 30 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ შევასწორე წინადადება ვაჭარიძისა და ბოგუშევის შესახებ. ეს ცნობა აღებულია ძეგლის მეგობარში არქიტექტორ-რესტავრატორ ლევან ხიმშიაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილიდან, გაეცანით, იქ არსად არ წერია, რომ ეს ხალხი ხელმძღვანელობდა სამუშაოებს. ამ სამუშაოს მაშინდელი წესების მიხედვით, ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორ-რესტავრატორები, მათ შორის, თავად ლევან ხიმშიაშვილი. ის, რომ, ძეგლის გადატანას ხელმძღვანელობდნენ ოსტატი ქვისმთლელები, არ შეესაბამება სიმართლეს.--Ninushka განხილვაწვლილი 19:09, 16 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

ვიკიპედიის წესების თანახმად ვუთითებთ ლიტერატურას. ყველა ინფორმაცია, რომელსაც შემოიტანთ და არ მიუთითებთ წყაროს, სავარაუდოდო კვლავ გაუქმდება. როგორც ვხედავ გაქვთ წყარო, გთხოვთ მიუთითოთ. იხ. ვიკიპედია:წყაროს მითითება --Wiki - ჯაბა 19:13, 16 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „სიონის წყალსაცავის ტაძარი“-ზე დაბრუნება.