განხილვა:საქართველოს პარლამენტი
ალსანდროს ისეთი კარგი ფოტოსურათი გამოუვიდა, თუ წინააღმდეგო არავინ არ იქნება მეორე სურათი - განათებული შენობა ამოვიღოთ.--ცანგალა (გ) 14:06, 4 იანვარი 2008 (UTC)
პარლამენტის ადგილსამყოფელი
რედაქტირებაპარლამენტის ადგილსამყოფელს ეხება სტატიაში არსებული ერთადერთი შენიშვნა - ეს შენიშვნა რომ სტატიის ძირითად ტექსტში ჩავაკვეხოთ სადმე, არ ჯობია? მგონი საინტერესოა, თუ მესამედაც შეცვალეს, მთლად საინტერესო პრეცედენტი იქნება მსოფლიო საკონსტიტუციო ისტორიაში :D. Deu. 08:57, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
თავისუფალი დემოკრატები
რედაქტირებათავისუფალი დემოკრატები რაც გამოეყო ოცნებას, ბევრი რამ შეიცვალა მგონი პარლამენტში. დასარედაქტირებელია ინფოდაფა. — თეგერა განხილვაწვლილი 11:30, 5 თებერვალი 2015 (UTC)
განახლება
რედაქტირებასტატია თითქმის მთლიანად გასაახლებელია, მაგრამ ამდენ ცვლილებებს ხომ არ აჯობებს ყოველი მოწვევის პარლამენტზე ცალკე სტატია დაიწეროს? ასე არც ისტორია დაიკარგება და უფრო მარტივად გასაგებიც და აღსაწერიც იქნება. რას ფიქრობთ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:27, 15 იანვარი 2019 (UTC)
ჩუგოშვილი
რედაქტირებათამარ ჩუგოშვილი თავმჯდომარე არ ყოფილა, მოვალეობას ასრულებდა. ამიტომ, ვფიქრობ, რიგითობიდან უნდა ამოვიღოთ და მივუწეროთ, რომ მოვალეობას ასრულებდა. გიო ოქრო 08:43, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
- არ ვიცი, უნდა შევჯერდეთ მაგაზე. მოვალეობის შემსრულებლები ყველა შესაბამის სიაში გვყავნან, ეს ენციკლოპედიოური ფაქტია, როცა რომელიმე თანამდებობის პირი გადადგა, ვინ ასრულებდა მის მოვალეობას. ასევე გვყავს ყველა საპრეზიდენტო სიაში ნინო ბურჯანაძე, ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:56, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
- რიგითობაში დარჩეს, ოღონდ მივუწეროთ მოვალეობის შემსრულებელი.--ცანგალა/გ 11:14, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
- ეგ, ცხადია, ყველგან წერია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:16, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
- რიგითობაში დარჩეს, ოღონდ მივუწეროთ მოვალეობის შემსრულებელი.--ცანგალა/გ 11:14, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
ქართულში ამას არ ვიყენებთ, მაგრამ ინგლისურ ვიკიპედიაში შემხვედრია ასეთი რამ: მოვალეობის შემსრულებლები რიგითობაში არ შედიან და რიგითი ნომრის მაგივრად უბრალოდ უწერიათ ტირე. მეც არ ვწერდი აქამდე ტირეს, მაგრამ ვფიქრობ სწორი იქნება მოვალეობის შემსრულებლები რიგითობიდან ამოვაგდოთ მაგრამ სტატიაში დარჩეს. მაგ. იხილეთ საქართველოს პრეზიდენტი. ასევე აქვეა გასათვალისწინებელი, რომ როდესაც ორჯერ ასრულებდა მოვალეობას ეგეც ისე აღინიშნოს როგორც მითითებულ სტატიაშია. --Wiki - ჯაბა 12:28, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
- კი, სიაში ნამდვილად უნდა იყოს, ამიტომ მინუსით დავტოვე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:14, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
- სიაში ნომრის ჩამოშორობაზე დავწერე მეც („რიგითობიდან“), თორემ ცხრილში უნდა იყოს, რა თქმა უნდა. გიო ოქრო 15:27, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
ზურაბ ჟვანიას პირველ პერიოდში (1995 – 1999) უნდა ეწეროს 6, ხოლო მეორე პერიოდში (1999 – 2001) (6), ასევე არჩილ თალაკვაძესაც . ისევე როგორც ეს უწერია ამ სტატიაში მიხეილ სააკაშვილს. ასევე პატარა შენიშვნა მაქვს: აკაკი ასათიანის გრაფაში ზვიად გამსახურდიას ფოტო ამოსაღებია. --Wiki - ჯაბა 15:42, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
- ჯაბა, ჯერჯერობით ამ სტატიაზე აქტიურად ვეღარ ვმუშაობ. ძალიან ცუდად იყო აქამდე და როგორც შევძელი მცირე დროში გავაკეთე. თარგი, რომ მე ვამუშავებ განზრახ არ ჩამისვამს, ამიტომ თუ დრო გაქვთ, ხარვეზები შეგიძლია გამოასწორო.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:59, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
- მაშინ ეგ ნინო ბუჯანაძის შემთხვევაშიც უნდა იყოს. ზოგადად ეს რიგითი ნომერი აქ ამჟამად მხოლოდ ფორმალობაა და გრაფების ნუმერაციაა. არ ვიცი ამ თანამდებობის შემთხვევაში მიყოლებით ორი პერსონა ერთი და იმავე ნომრით უნდა იყოს, თუ არა, რადგან სხვადასხვა მოწვევის პარლამენტია და სხვადასხვა მოწვევის დეპუტატები ირჩევენ. მოკლედ მე არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას, რიგითობის საკითხი როგორაა უმჯობესი თავმჯდომარეების შემთხვეევაში. ალბათ მართალი ხარ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:03, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
დიახ, მე ვაფასებ იმ წვლილს რაც ამ სტატიაშ შეიტანე. ჩემი მოსაზრებაც მოლოდ ამ სტატიის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული. კარგი, შევიტან ცვლილებას. --Wiki - ჯაბა 18:34, 20 დეკემბერი 2020 (UTC)
2024 წლის არჩევნები
რედაქტირებასიები რომ ჩახსნა ოპოზიციამ, სწორია მათი დატოვება პარლამენტის შემადგენლობაში? 5.178.149.15 22:48, 25 დეკემბერი 2024 (UTC)