განხილვა:საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zolokin თემაში ისევ ქრონოლოგია

მართლმადიდებელი თუ მართლმადიდებლური ეკლესია?--ცანგალა () 09:48, 20 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

მართლმადიდებელი.[1]--იორგი(საუბარი) 09:51, 20 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

ნამდვილად - [2]--იორგი(საუბარი) 09:55, 20 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

მართლმადიდებლური ეკლესია - ქსე, ტ. 6, გვ. 436, თბ., 1983 მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ლექსიკონი [3] თავისუფლება [4] (ხან ერთი უწერიათ და ხან მეორე) [5] [http://www.martlmadidebeli-qristianoba.com/orthodoxy/churches/georgia/geotemples/ (ძმებო და დებო! გთხოვთ შეგვატყობინოთ ინტერნეტში ახალი მართლადიდებლური საიტების შესახებ, საიტების მისამართების შეცვლისა და ჩვენს კატალოგში შეცთომების შესახებ - აქ ახალი ვერსიაა)--ცანგალა () 10:23, 20 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი
მართლადიდებელი (მართლმადიდებლისა) 1. მართლმადიდებლობის მიმდევარი. 2. იგივეა, რაც მართლმადიდებლური. მ. ეკლესია.
მართლმადიდებლური მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული. მისი დამახასიათებელი. მ. სარწმუნოება. - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ნაკვ. 2, გვ. 619, თბ., 1990--ცანგალა () 10:31, 20 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

თვითონ საპატრიარქოში ხომ ვიკითხოთ? [6]--იორგი(საუბარი) 10:39, 20 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

გრამატიკულად და ლიტერატურულად ორივე მართებული ფორმაა. რადგანაც მართლმადიდებელი ორაზროვანი ტერმინია, ვიხმაროთ მართლმადიდებლური. თანაც ვამბობთ კათოლიკური ეკლესია და არა კათოლიკე ეკლესია; ალბათ ასევე იქნება მართლმადიდებლურთან დაკავშირებითაც... 2) კათოლიკოს პატრიარქი – ეს მგონი არაა სწორი. უნდა იყოს კათალიკოს პატრიარქი (თუ სწორად მახსოვს). — დათო პასუხი 13:50, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

სწორი ფორმაა კათოლიკოს-პატრიარქი წყარო ჯაბა. 13:53, 18 დეკემბერი 2009 (UTC)

მიუხედავად იმისა, რომ ეს საპატრიარქოს საიტია, იგი ისეთივე ადამიანის მიერაა შექმნილი, როგორც ჩვენ ვართ და შეცდომა არაა გამოსარიცხი. ვებ–გვერდს არ უნდა ვენდოთ, უცხო სიტყვათა ლექსიკონში კათალიკოსზეა მთავარი მინი–სტატია. — დათო პასუხი 13:57, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

მაშინ ვიმეორებ ცანგალას ნათქვამს: მართლადიდებელი (მართლმადიდებლისა) 1. მართლმადიდებლობის მიმდევარი. 2. იგივეა, რაც მართლმადიდებლური. მ. ეკლესია.

მართლმადიდებლური მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული. მისი დამახასიათებელი. მ. სარწმუნოება. - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ნაკვ. 2, გვ. 619, თბ., 1990 ასე რომ სწორი ფორმაა მართლმადიდებელი ეკლესია და სწორია ასევე კათოლიკური ეკლესია, P.S. კათოლიკე ეკლესია ესეც სწორი ფორმაა მართლმადიდებლობაში. ჯაბა. 13:59, 18 დეკემბერი 2009 (UTC)

ზემოთ მითითებულ წყაროში დათო ხელმოწერას დააკვირდი. ჯაბა. 14:01, 18 დეკემბერი 2009 (UTC)

ცანგალას მითითებიდან ჩანს, რომ ორივე სწორი და მართებულია. — დათო პასუხი 14:03, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

კათლიკოს-პატრიარქის ხელმოწერას თუ დააკვირდი-მეთქი? ჯაბა. 14:28, 18 დეკემბერი 2009 (UTC)

კი, ახლა ვნახე. გასაგებია :) — დათო პასუხი 15:37, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი
ინფორმაციისთვის იხილეთ განხილვა:სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. პატივი უნდა ვცეთ თითოეული მომხმარებლის შრომას.--ცანგალა () 18:12, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალას გაუ, დიდი დუმილის პერიოდი დაარღვიე, მაგრამ მე ვერ გავიგე რა შუაშია მართლმადიდებლური-მართლმადიდებელი და კათოლიკოს-კათალიკოსი შენს მიერ მითითებულ სტატიის განხილვასთან? --ჯაბა. 18:43, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

ვერც მე :) თუმცა, ყველაფერი გავარკვიოეთ უკვე.... — დათო პასუხი 18:46, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა დათო, გაურკვეველი რაა შე კაცო. ვიღიმი --ჯაბა. 18:48, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

სამწუხაროა, რომ მომხმარებლების შრომას პატივს არ სცემთ და გადამისამართებით ანადგურებთ მათ. ეს კი შუაში კი არ არის, არამედ თავშია. წარმატებები. ვიღიმი--ცანგალა () 19:44, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

მე ქართულად ვიკითხე აქ რა შუაში იყო ეგ მეთქი. --ჯაბა. 19:49, 18 დეკემბერი 2009 (UTC)პასუხი

ეპისკოპოსთა მოღვაწეობის წლები

რედაქტირება

რა წყაროებზე დაყრდნობით არის მითითებული მცხეთის არქიეპისკოპოსების მოღვაწეობის წლები? — Zolokin განხილვაწვლილი 11:44, 21 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ივერიის კათოლიკოსები

რედაქტირება

რატომ "ივერიის კათოლიკოსები" და არა "ქართლის კათოლიკოსები"? თუ დასაბუთებულ არგუმენტს არ მოიტანთ, ჩავასწორებ. --Zolokin განხილვაწვლილი 07:40, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი დაწერილი არაა სტატია. ბოლოში ხომ მითითებული აქვს წყარო. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 07:48, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

  • იმედია, სწორად გამიგეთ, საწყენად არ მითქვამს. "ივერია" არის "იბერიის" გვიანდელი ფორმა (დამკვიდრებულია მე–18 საუკუნეში, გავრცელებულია რუსული ფორმით "Иверия"). ბერძნულ და ლათინურენოვანი წყაროების "იბერიის სამეფოს" კი ქართულად ერქვა "ქართლის სამეფო". ამიტომ ვიფიქრე, რომ აჯობებდა დაგვეწერა "ქართლის კათოლიკოსები".
  • რაც შეეხება სტატიის ბოლოში მითითებულ წყაროს: ქსე–ს მითითებული ტომი და გვერდი ეხება მხოლოდ ეგზარქოსებს. დურნოვოს "ქართული ეკლესიის ბედი" არ შეიცავს საქართველოს ეკლესიის მეთაურების სიას. გვრჩება მხოლოდ "გზა ტაძრისაკენ", რომელზედაც მე ხელი არ მიმიწვდება. მაგრამ მასში რომც ეწეროს "ივერიის კათოლიკოსები", ეს შეცდომაა. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ "გზა ტაძრისაკენ" არის პერიოდიკა (ჟურნალი) და არა სამეცნიერო გამოცემა. თქვენ თუ საშუალება გაქვთ, გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, ნამდვილად ასე წერია იქ? --Zolokin განხილვაწვლილი 08:10, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი
არა, საწყენად ნამდვილად არ მიმიღია.   შეიძლება შეცდომაცაა, მოდით სხვების აზრსაც დაველოდოთ ხომ? - GIO---->>13 განხილვაწვლილი 08:40, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

ისევ ქრონოლოგია

რედაქტირება

კათალიკოსთა მოღვაწეობის წლებიც აღებული გაქვთ ჟურნალიდან "გზა ტაძრისაკენ"? ხომ არ აჯობებდა, რომ ამის მიხედვით გასწორებულიყო? http://www.patriarchate.ge/?action=mamatavarniZolokin განხილვაწვლილი 08:14, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, გაიხარეთ. აუცილებლად, მე ვითავებ მაგ საქმეს და გადავამოწმებ. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 08:41, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

{{საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები}} ამ თარგში და ამ სტატიაში ბმულები სხვადასხვანაირადაა მითითებული. — ჯაბა ლაბაძე () 09:29, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

წლებს სჭირდება ბმულები? გავუკეთო?   - GIO---->>13 განხილვაწვლილი 10:24, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

წლებს არა. აქ წერია პეტრე (სიმეონი) II მეორეგან კი პეტრე (სიმეონი) II (კათოლიკოსი). რომელია სწორი? მე ვფიქრობ ფრჩხილები აქ არ უნდა. ნაკლებად სავარაუდოა ამ სახელის მეორე პიროვნება იყოს სადმე. — ჯაბა ლაბაძე () 10:34, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

უბრალოდ "პეტრე II" უნდა იყოს ამის მიხედვით: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000, გვ. 33

მაშინ პეტრე II (კათოლიკოსი), თუმცა მე აქ ვამახვილებ ყურადღებას ფრჩხილებზე. ერთგან აქვს ერთგან არა და ეს გამოიწვევს ორი სხვადასხვასათაურით ერთიდაიგივე სტატიის შექმნას. — ჯაბა ლაბაძე () 10:47, 20 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

აქ ყველა სახელი და წელი სწორადაა ჩასწორებული? თუ ჩასწორებულია ამის მიხედვით ჩავასწორებდი თარგშიც. Zolokin, თქვენ თუ იცით, ჩასწორებულია სახელები და წლები? --GIO---->>13 განხილვაწვლილი 06:37, 24 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

კი, Gio, ყველა სახელი და წელი ჩასწორებულია. ხელი არ მიხლია ეგზარქოსებისთვის და მეოცე საუკუნის პატრიარქებისთვის, რადგან ვვარაუდობ, რომ მანდ ყველაფერი სწორად უნდა იყოს. მანამდე ყველაფერი ჩასწორებულია. --Zolokin განხილვაწვლილი 06:40, 24 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა Zolokin,   მაშ ახლა თარგს მივხედავ და ამის მიხედვით იმასაც გავასწორებ.   --GIO---->>13 განხილვაწვლილი 06:42, 24 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

Gio, დამავიწყდა მეთქვა, შემოწმებულია და ასევე ჩასწორებულია ყველა ბმული ეგზარქოსებამდე. ზოგი არ ემთხვეოდა ნუმერაციის აღრევის გამო და 1–2 გადატანაც დამჭირდა. მგონი იქ აღარაფერია შესასწორებელი, მაგრამ თუ მაინც გადახედავთ და შეამოწმებთ, კარგი იქნება.--Zolokin განხილვაწვლილი 07:36, 24 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გვერდ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები“-ზე დაბრუნება.