განხილვა:საპირფარეშოები იაპონიაში
განხილვა
რედაქტირებაUntitled
რედაქტირებასაინტერესო წამოწყებაა... მაგრამ რა ენაზეა დაწერილი ვერ ვხვდები! ტემპერირებული, მალღივებადობა (ამ უკანასკნელის მნიშვნელობას ვერ ჩავწვდი). ქართულად ვწეროთ, მეგობრებო, ქართულად!--წკაპო 05:36, 9 აპრილი 2008 (UTC)
- გაასწორეთ, მეგობრებო, გაასწორეთ! ეს კოლექტიური პროექტია. - ალ-ო @ 05:44, 9 აპრილი 2008 (UTC)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1. 'ტემპერირებული' ნიშნავს ტემპერატურა არის დაყენებული. დავაშავე რამე?
2. 'ღივადობა', ან 'ღივებადობა' სპეციალური ტერმინია ასეთი... მალღივადობა, მალფუჭებადობა...
სტატია ჯერ დამთავრებული არაა. გასაგებია, რომ კოლექტიური პროექტია და არც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ზრდილობა მოითხოვს, სანამ სტატიას გრიფი "დამუშავების პროცესშია" არ მოსცილდება, არავინ შეეხოს. ჯერ დაგვაცალეთ, ხოლო სანამ დაგვაცლიდეთ წიგნში ჩაიხედეთ და იქნებ იპოვოთ სიტყვა, რომელსაც ვერ ჩაწვდით.
გმადლობთ წინასწარ. --pirtskhalava 05:58, 9 აპრილი 2008 (UTC)
ტემპერირებულის მნიშვნელობას კი მივხვდი, მაგრამ ქართულში მსგავსი სიტყვა თუ არსებოდა, არ მეგონა. წყაროს ხომ ვერ მივითითებდი? ღივ(ებ)ადობის შესახებაც საინტერესო იქნებოდა წყარო--წკაპო 15:00, 9 აპრილი 2008 (UTC)
ამ შენს ირონიულ ტონს ცოტა დაუკელი და სტატიის დაწერა დამაცადე. ჩაიხედე ლექსიკონებში და ნახავ. --pirtskhalava 15:31, 9 აპრილი 2008 (UTC)
ირონია სად დაინახე? მართლა მაინტერესებს წყაროები. სამწუხაროდ ლექსიკონებზე ხელი არ მიმიწვდება, თორემ ჯერ ჩავიხდავდი და მერე გთხოვდი განმარტებას. --წკაპო 18:32, 9 აპრილი 2008 (UTC)
....................................................
როგორც შენ საუბრობ ქართული ენის სიწმინდეზე, ასეთი ლაპარაკი მზექალა შანიძეს თუ მოუხდებოდა... Comment est-ce qu'on dit en géorgien "la lunette des W-C"? --pirtskhalava 20:04, 9 აპრილი 2008 (UTC)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მადლობა ცანგალას ერთი სიტყვის შესატყვისი მომაძებნინა. --pirtskhalava 20:53, 9 აპრილი 2008 (UTC)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ქათინაურად ვიღებ შანიძესთან შედარებას...
Quant à "lunnette de W-C", ne s'agirait-il pas plუtôt de "lunette toilette"? Mais de toute façon, que ça soit de W-C ou toilette, je n'ai pas la moindre idée de son équivalent géorgien.
თუ სტატიისათვის გჭირდება, ერთი იდეა მაქვს მაგისი შესატყვისის შესახებ და თუ გაინტერესებს, მოგახსენებ. აღვადგინოთ მივიწყებული ქართული სიტყვები და გავუფართოვოთ მათ მნიშვნელობა. ;) --წკაპო 21:34, 9 აპრილი 2008 (UTC)
la lunette des W.-C.
რედაქტირება– კი მაგრამ, არც ფრანგული ლექსიკონი არაა მანდ, საფრანგეთში, თუ მიზნად დაისახე საწინააღმდეგო მითხრა?... და... თუ მაინც გადაწყვეტ და ამჯერად ფრანგული ენის განმარტებით ლექსიკონში მაინც ჩაიხედავ, ნახავ ასევე ფორმასაც "la lunette des W.-C.". რაც შეეხება შენს მოწოდებას, მას რომ მივყვე და ძველი სიტყვების აღდგენას მივყო ხელი, უფრო მეტი საბაბი გაჩნდება საიმისოდ, რომ ვინმემ უფრო დამცინავად გადმომძახოს, ეს რა ენაზე დაგიწერიათო.
სხვათაშორის შენს არქივს გადავხედე და ერთ ადგილას იკითხე ქსე რა ნიშნავსო. (არქივში დევს.) თუ ჯერ კიდევ არ გაგიგია, განგიმარტავ: ქსე არის აბრევიატურა და ვრცლად იკითხება, როგორც "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია". – ქეგლი რას ნიშნავს, იცი?...
P.S. ქათინაურად, რატომ მიიღე ჩემი ნათქვამი შანიძესავით ლაპარაკობ–თქო რომ გითხარი, ვერ გავიგე; არც კომპლიმენტად მიგულისხმია და მით უმეტეს არც სალანძღავად. და საერთოდ, ძალიან გთხოვ შევწყვიტოთ ეს დისკუსია. ამასობაში დავამთავრებდი ამ სტატიას. --pirtskhalava 16:52, 10 აპრილი 2008 (UTC)
ზოგად დასკვნასავით
რედაქტირებამსგავსი ტექსტების ქართულად თარგმნისას არსებობს პრობლემა; ქართულში მარტო იაპონური ჰიგიენურ–სანიტარული ჰაი–ტექ–რეალიების შესატყვისების პრობლემას რომ თავი დავანებოთ, ევროპულ ენებში კარგა ხნის დამკვიდრებული და სავსებით ჩვეულებრივი სიტყვა–გამოთქმებიც არა გვაქვს და თუ ასეთი რამ სადმე, რომელიმე ლექსიკონში მაინც წერია, ქართული ენის "მომხმარებლისთვის" იმდენად არააქტუალურია და უცხო, რომ ვერ იგებს მათ და სხვა ენაზე დაწერილი ჰგონია. მიზეზი ჩვენი ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური წარსული და თანამედროვე მდგომარეობაა. 1. ჩვენი ქვეყანა ბოლო დრომდე სხვა ქვეყნის პოლიტიკური გავლენის მსხვერპლი იყო და რუსული ენის ექსპანსიის გამო ქართულ ენაზე ვერ ხერხდებოდა საკუთარი ენობრივი თვითობის სრული რეალიზება. 2. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დღემდე ეზოს საპირფარეშოებს მოიხმარს. ქალაქებსა და ქალაქური ტიპის დასახლებებში კი, სადაც ეზოს საპირფარეშოს ქონა შეუძლებელია, მოსახლეობა ძირითადად მაინც რუსულ ბარბარიზმებს გამოიყენებს ისევ. ამას ემატება ჩვენი ენის განსაკუთრებული მიდრეკილება ევფემიისადმი. აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი, თუკი ქართველი ვერ გაიგებს, რაზეა საუბარი, როცა "ჩასარეცხ ავზაკს", "თვითწმენდას", "კლოზეტის ღიობიან დასაჯდომს" და მისთ. გაიგონებს.
--pirtskhalava 16:52, 10 აპრილი 2008 (UTC)
კარგად გიმუშავია, ღმერთმანი! 10 წელიწადია საქართველოში არ ვყოფილვარ და არ მიმაჩნია დასაძრახად ის, რომ ვერ გავიხსენე „ქსე“-ს მნიშვნელობა. რა ვქნა ახლა, თავზე ნაცარი წავიყარო და თვითგვემას მივეცე? „ქეგლს“ რაც შეეხება, ერთტომეულზეც არ ვიტყოდი უარს. ფირცხლავა, ტყუილად ცხარობ. მე თუ რამე გაგიკრიტიკე, ამის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ შენი სტატია გამოსულიყო კარგი. თუ არ გინდა შენიშვნები, რომ მოგცენ, მაშინ საჯარო საქმიანობას უნდა შეეშვა...
P.S. წყაროებს მაინც არ გვითითებ.
მე დავამთავრე შენთან საუბარი, ნუშარ გაირჯები გრძელ-გრძელი ნარკვევების წერით, სტატიას მოახმარე შენი დრო და ენერგია.
პატივისცემით წკაპო (ვასილ კეკელია).
წყაროების შესახებ
რედაქტირება'ღივებადობა' რუსულ–ქართულ ლექსიკონში ვნახე. პირდაპირი თარგმანი როგორც მოსალოდნელი იყო გერმანულ–ქართულ ლექსიკონში არ არსებობდა, ამიტომ სემანტიკურ ველს გავყევი და მაგ ფორმას მივაგნე. მაგ.; მიკრობის 'ღივებადობა' სხვანაირად არც ითქმის. მე რომ მცოდნოდა ვინმე დამეკითხებოდა კონკრეტულად ამ სიტყვებს, წიგნსაც ჩავიწერდი და გვერდსაც. მუშაობის პროცესში ხანდახან მიწევს სხვადასხვა ლექსიკონში ჩახედვა მნიშვნელობის გადასამოწმებლად და ყველა სიტყვა რომ ვიწერო სად რას მივაგნე, ვერასდროს მოვრჩები წერას. ახლა თავიდან მაგ სიტყვის დამოწმება ნიშნავს იმას, რომ ისევ თავიდან შევუდგე რეშერშს. (აი, 'რეშერში',... კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც ქეგლში შეიძლება არ წერია, მაგრამ არსებობს. იმიტომ რომ ქეგლის ახალ აქტუალიზებულ რედაქციას რომ დაველოდოთ მანამ, სანამ ენათმეცნიერების ინსტიტუტი მსგავსი სიტყვების ლეგალიზაციას მოახდენს, ენა ვერ განვითარდება.) ტემპერირირებას ლათინურ–ქართულ ლექსიკონში ნახავ. ეს ლექსიკონი ერთი არსებობს, თუ არ ვცდები . კიდევ რა გაინტერესებს?...
ჰო, სხვათაშორის "გვითითებ" კი არა "მიგვითითებ". ;) "გვითითებს", "საქმეს იხილავს" ისეთივე ცუდქართული ფორმებია, როგორიც "პასუხობს", "კითხვას სვავს", "საქმე იმაშია, რომ", "რაც არ უნდა იყოს" და მისთ., რომელსაც "რუსთავი2" ამკვიდრებს. ეს ახალქართული სიტყვები შენნაირ ენის სიწმინდის დამცველს არ შეეფერება, მაგრამ თუ 10 წელია ქართულ ლექსიკონში არ ჩაგიხედია, გეპატიება. :)
ასევე საუკეთესო სურვილებით
სიტყვების მნიშვნელობების გაფართოვების შესახებ
რედაქტირებაიმის გამო, რომ მსგავს დისკუსიებს სხვებიც კითხულობენ, თავს უფლებას ვაძლევ კიდევ ერთი რამ შევნიშნო: იქნებ ვინმე მართლა ფიქრობს, რომ შეუძლია აღადგინოს მივიწყებული ქართული სიტყვები და გაუფართოვოს მათ მნიშვნელობები. სიტყვების მნიშვნელობების გაფართოება ისტორიული პროცესია და აქ ჩვენ ბევრს ვერაფერს გავხდებით.
დაა კიდევ ერთი დამატებითი წყარო ...... :)
ტემპერირებული => იხ. მარშევი, იოლანდა: გერმანულ–ქართული ლექსიკონი. Amirani (C Paul Meurer) Kaukasus-Verlag 1999. გვ. 455/1. --pirtskhalava 02:56, 18 აპრილი 2008 (UTC)
რატომ შლით ამ ტუალეტებს და ანაცვლებთ ამ საპირფარეშოებით? --Pirtskhalava 14:10, 26 აპრილი 2017 (UTC)
- იქიდან გამომდინარე, რომ სტატიის ძირითადი სათაურია არა ტუალეტები იაპონიაში არამედ საპირფარეშოები იაპონიაში ლოგიკურია შიგ სტატიაში ტუალეტი ჩანაცვლებული იყოს საპირფარეშოთი. გარდა ამისა, ტუალეტი სიტყვახმარებაში მეტად უხეში ფორმაა. ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებაში, სტუმრად ყოფნის დროს, სადმე წვეულებაზე ყოფნისას ადამიანები (ყოველშემთხვევაში ზრდილობის მქონენი) იტყვიან საპირფარეშოს, ვიდრე ტუალეტს. - OTOGI Messages 14:29, 26 აპრილი 2017 (UTC)
ორივე სიტყვა ნორმატიული სიტყვაა და რაღაც უცნაური არგუმენტირება არ სჭირდება მაგ ამბავს. --Pirtskhalava 16:14, 26 აპრილი 2017 (UTC)