განხილვა:რევ I მართალი
- გაურკვეველია საიდან არის აღებული წლები 265-285.
- "ძე სასანიდი უფლისწულის ჰორმიზდისა, რომელიც 272 წელს ირანის შაჰიც გახდა (ჰორმიზდ I) და დისწული იბერიის მეფის ამაზასპისა. მისი ნამდვილი სახელი იყო ჰორმიზდაკი" – ეს მანანა სანაძის მოსაზრებაა. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მოსაზრება ქართულ ისტორიოგრაფიაში და არა დადგენილი ფაქტი. თუ მოგვყავს ჰიპოთეზა, მაშინ მართებული იქნებოდა მოგვეყვანა სხვა ისტორიკოსების მოსაზრებებიც (მაგ. პავლე ინგოროყვა, გიორგი მელიქიშვილი და სხვ.)
- "სხვადასხვა რელიგიათა შემწყნარებელი. სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა მას უწოდა მართალი" – მთლად ასე არ არის. "მეფეთა ცხოვრებაში" ვკითხულობთ: „დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა: რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედ რა–მე სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და აქუნდა რა–მე სიყვარული ქრისტესი. და ამან მეფობასა შინა მისსა არღარა–ვის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კლვა ... და ვიდრე იგი იყო მეფედ, არღარა–ვინ კვლიდა ყრმათა კერპთათჳს, არამედ ცხურისა და ზროხისა შეწირვა განუწესა. ამისთჳსცა ეწოდა მას რევ მართალი“.
- "ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება (მანიქეველობა)" – აბსოლუტურად არასწორია. მანიქეველობა არ ყოფილა ქრისტიანობის განშტოება. ეს იყო სინკრეტული რელიგია, რომელშიც იყო იუდაიზმის, ქრისტიანობის, ზოროასტრიზმის, ინდუიზმის და გნოსტიციზმის ელემენტები. ძალიან უხეში შეცდომაა. ესეც, მახსოვს, მანანა სანაძეს ეწერა და რატომ არავინ მიუთითა ამაზე, არ ვიცი.
- "იქადაგა ვინმე მარ-ამომ თვითონ მანის მოწაფემ" – თავიდან, მართალაც, ასე ფიქრობდნენ, მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ იბერიაში მანიქეველობის საქადაგებლად იმყოფებოდა არა მარ–ამო, არამედ თვითონ მანი. გარდა ამისა, წყაროების თანახმად, მანიმ უქადაგა არა რევ მართალს, არამედ იბერიის მეფე "ჰამაზასპს".
- "დარჩა ერთადერთი ძე მირიანი (რომელმაც შემდეგ საქართველოში ქრისტიანობა შემოიღო)" – აბოსლუტურად ჰიპოთეტური მოსაზრება მ. სანაძისა. არც "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს და არც "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით მირიანი არ ყოფილა რევ მართალის ძე.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სტატია თავიდანაა დასაწერი, გასასწორებელია ქრონოლოგია, სახელები და სხვ. გარდა ამისა, სტატია არ უნდა იყოს ცალმხრივი და არ უნდა ასახავდეს მხოლოდ ერთი კერძო ისტორიკოსის ჰიპოთეტურ მოსაზრებებს, განსაკუთრებით საკამათო საკითხებში. სტატიის ავტორს რომ თავისი წყარო მიეთითებინა, მაშინ გაირკვეოდა მისი ცალმხრივობა, წყაროს მიუთითებლად კი ის "აკადემიურად" გამოიყურება. წყარო! წყარო! წყარო! --Zolokin განხილვაწვლილი 07:30, 20 ივლისი 2010 (UTC)
- აბსოლუტურად მიკერძოებულ კომენტარებს წერთ თავად და მხოლოდ კონკრეტული მკვლევრების აზრს ითვალისწინებთ, რაც ორმაგი სტანდარტია :) მ. სანაძე საკმაოდ დასაბუთებულად ავითარებს საკუთარ მოსაზრებებს და თუ თქვენ ამის დანახვა არ გინდათ, თქვენი საქმეა. 217.147.224.85 15:24, 26 მარტი 2024 (UTC)
ნამდვილად იბერიის მეფეებზე ყველა სტატია შესასწორებელია. — ჯაბა ლაბაძე (გ) 07:46, 20 ივლისი 2010 (UTC)
სრული დომხალია იბერიის მეფეებსა და დინასტიებზე, ისე პანტა-პუნტად ყრიან იბერიის ტახტზე სომხებს, პართიელებსა და ირანელებს, რომ ერთი წყაროც არაა მითითებული.Bashi-Achuk განხილვაწვლილი 05:04, 3 ნოემბერი 2014 (UTC)
265–285 წლები biography.ucoz.com-დანაა გადაწერილი, რომელიც რევის მეუღლის სეფელიას ცხოვრების წლებს ეხება და რევის მმართველობის დაახლოებით წლებს მოიხსენიებს (ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"). ბუნებრივია აღნიშნული საიტის წყაროდ გამოყენება შეცდომაა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:15, 23 აგვისტო 2020 (UTC)
- მაშინ შეცვალეთ წყარო და ნუ დაამატებთ ტექსტზე დიდ ციტატებს.--Wiki - ჯაბა 09:18, 23 აგვისტო 2020 (UTC)
დავხვეწე, მადლობა, თუმცა იბერიის მეფეთა გვერდები ნელ-ნელა დასახვეწია, უცებ ვერაფერს გააკეთებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:28, 23 აგვისტო 2020 (UTC)