განხილვა:პაულო რობერტო ფალკაო
დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში — ამის მიხედვით სწორია ფალკანი, მაგრამ საინტერესოა როგორაა დამკვიდრებული. გიო ოქრო 17:47, 17 იანვარი 2020 (UTC)
აღნიშნული საკითხი ათეულ წელზე მეტია განიხილება რუსულ ვიკიპედიაში და ამ დრომდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. შესაბამისად, რადგან არ არის მიღწეული შეთანხმება, გადაწყვეტილება მიიღება როგორც წესი — ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმების სასარგებლოდ. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს და საკითხის ამგვარად გადაწყვეტას ემხრობა სპორტულ ჟურნალისტთა, ზოგადად სპორტულ თემატიკაზე და მათ შორის, სპორტსმენების ბიოგრაფიებზე მომუშავე ავტორთა არათუ დიდი უმრავლესობა, არამედ თითქმის ასი პროცენტი. მათი მხრიდან წარმოდგენილ არგუმენტთაგან, უმთავრესია — სპორტულ პუბლიცისტიკაში, სპორტულ ჟურნალისტიკასა და ზოგადად, ხალხში — ათწლეულების განმავლობაში ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმების საყოველთაო ცნობადობა. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, რუსული ვიკიპედიის რედაქტორთა ნაწილი ტრადიციულად დამკვიდრებულ ფორმებს და მათი არსებობის სასარგებლოდ წარმოდგენილ არგუმენტებს პრინციპულად და კატეგორიულად არ ითვალისწინებს და ცვლილებებს უცხოენოვან ბგერათა გადმოცემის არსებული წესების მიხედვით ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. განხილვა — Обсуждение:Фалькао, Пауло Роберто, ასევე — Обсуждение:Тостао, ასევე — Обсуждение:Жоаозиньо (1988). დაინტერესებულ მომხმარებელთათვის ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი რუსულ ვიკიპედიაში არსებული ათეულობით სტატიიდან, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე არ არის მიღწეული შეთანხმება.
- Алеса́ндро Ро́за Вие́йра (Alessandro Rosa Vieira), более известный как Фалька́о (порт. Falcão — сокол).
- Радаме́ль Фалька́о Гарси́я Са́рате (Radamel Falcao García Zárate; более известный как Радаме́ль Фалька́о).
- Жоа́о Авела́нж (João Havelange).
- Бранда́о (полное имя — Эваеверсон Ле́мос да Си́лва (Brandão; Evaeverson Lemos da Silva).
- Жозе Аугусто Брандао (José Augusto Brandão).
- Осва́лдо Аугу́сто Бранда́о (Osvaldo Agusto Brandão).
- Э́мерсон Леа́о (Emerson Leão).
- Виллиан Маграо (Willian Magrão).
- Фа́биу Алеша́ндри да Си́лва Коэнтра́у (Fábio Alexandre da Silva Coentrão). იხ. განხილვა — Обсуждение:Коэнтрау, Фабиу
- Андре Фелипе Рибейру Леау (André Filipe Ribeiro Leão).
- Се́ржиу Па́улу Марсене́йру де Консейса́у (Sérgio Paulo Marceneiro da Conceição).
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ინტერნეტ-სივრცეში და გლობალური მედიის ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი რესურსების დიდ უმრავლესობაში, ამ დრომდე — სახელწოდებათა ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმებია წარმოდგენილი, რაც (ინტერნეტის საძიებო სისტემების საშუალებით (Google, Yahoo, Yandex...) ძირითადად — ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმები იძებნება და არა უცხოენოვან ბგერათა გადმოცემის არსებული წესების მიხედვით კორექტირებული) ინტერნეტის მომხმარებელთათვის და აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ პირთათვის ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის საკითხს უკავშირდება, უმთავრესად — მისი პრაქტიკულობის ასპექტის გათვალისწინებით. აღნიშნულ თემაზე დაუსრულებელი, უშედეგო დავებისა და მომხმარებელთა შორის მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, გარკვეული გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხის აქტუალობისა და მის გარშემო წლების განმავლობაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა ავტორიტეტული სპეციალისტების მოსაზრებათა გათვალისწინება და შეძლებისდაგვარად, ერთიან პოზიციაზე შეჯერება.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 20:51, 17 იანვარი 2020 (UTC)