განხილვა:ოსმალეთის იმპერიის ისტორია

ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jafara777 თემაში ოსმალეთის მიწების დაკავებასთან დაკავშირებით

სექციის სათაური ოსმალეთი XXI საუკუნეში ცოტა არ იყოს სასაცილოა. ქვეყანა არ არსებობს 1923 წლიდან და 21-ე საუკუნეში რა მოხდა აქ გამაგებინეთ. --ჯაბა 1977 21:40, 27 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

ჩასწორდა :) და ვფიქრობ ახალი სათაური უფრო უხდება. --Jafara777 განხილვაწვლილი 22:03, 27 ივნისი 2015 (UTC)პასუხი
  • ანა (Jafara777), გამარჯობა, :)

სხვა სიტყვებით ხომ ვერ გამაგებინებთ, რას ნიშნავს "თანამედროვე იმპერიის ისტორია, რომელიც არსებობდა 1299-1923 წლებში"?

ამას გარდა,

  • 1) "ოსმალები იყვნენ შუა აზიიდან მოსული თურქული ტომები. მათ შორის იყო ოსმან I-ც." - ა) რომელ წყაროს ეყრდნობით, როდესაც წერთ "ოსმალები იყვნენ ტომები"-ს? და ბ) "ოსმან I-ც მათ შორის იყო" - ფორმულირების ამგვარი გაგრძელებით გამოდის, ოსმან პირველიც ერთ-ერთი ტომი იყო. ...თან ეს ყველაფერი სასტიკად ეწინააღმდეგება იქვე, გაგრძელებაში თქვენ მიერვე დაწერილ აი ამას - "ოსმანი, როცა მამა გარდაეცვალა, თურქთა ურდოების ბეგი გახდა, რომლებმაც მიიღეს მისი სახელი და მოიხსენიებოდნენ "ოსმანებად"."
  • 2) "მათი პირველი წარმომადგენელი, ოსმან I გაზი..." - სად და ვისთან წარმოადგენდა ოსმან გაზი ოსმალებს?
  • 3) "ოსმალეთის სასულთნო მოიცავდა უამრავ ვასალურ სახელმწიფოს" - ხომ არ ცდილობდით, გეთქვათ, "ოსმალეთის სასულთნოს უამრავი ვასალური სახელმწიფო ემორჩილებოდა" ან "ოსმალეთის სასულთნოს გავლენა უამრავ ვასალურ სახელმწიფოზე ვრცელდებოდა" ან რამე ამგვარი?
  • 4) "...იწყება დამპყრობლური პოლიტიკა და ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება, რამაც XVI საუკუნეში უმაღლეს პორტას მიაღწია." - "პორტა" არ ნიშნავს პიკს ან მწვერვალს, რასაც, მგონი, თქვენ გულისხმობთ? "პორტა" ნიშნავს კარს. ეს სიტყვა განზოგადებული გაგებით ოსმალეთის იმპერიის მმართველობის/უმაღლესი ხელისუფლების (ანუ "(სამეფო) კარი"-ს შესატყვისია) და ზოგჯერ სულაც თვითონ იმპერიის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. თავის მხრივ, ტერიმინი "უმაღლესი პორტა" ოსმალეთის საიმპერიო კარის გაგებით ქართულ ისტორიოგრაფიაში არ მახსენდება. ქართულში გამოიყენება "ბრწყინვალე პორტა". "უმაღლესი პორტა" კი უფრო სტატიისთვის სახელდახელოდ თარგმნილი ინგლისური "High Porte" მგონია, რაც გაუმართლებელია.
  • 5) სასურველია, ბრუნვის ნიშნების წორად შერჩევასა და ზოგ სხვა ენობრივ საკითხთან ერთად, ყურადღება მიაქციოთ სასვენი ნიშნების დანიშნულებისამებრ გამოყენებასა და საჭირო ადგილებზე დასმას.

ეს რაც შეეხება მხოლოდ შესავალსა და პირველ თავს ("დაარსება"-ს). ...და საერთოდ, ხომ არ აჯობებს, სანამ "პორტა"-სა და "მწვერვალ"-ს შორის განსხვავებას ვისწავლით, ოსმალეთის იმპერიის ისტორიაზე საპასუხისმგებლო სტატიის წერას სხვა, უფრო მსუბუქი (თქვენი ასაკისათვის უკეთ შესაფერისი) რამ ვარჩიოთ?

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით, Abkhazian1 განხილვაწვლილი 22:26, 4 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

უპირველესად, ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი ხანი ვერ გპასუხობდით. მოუცლელობის გამო, ვიკიპედიაში შემოსვლას ვეღარ ვახერხებდი. მადლობას გიხდით, რომ წაიკითხეთ სტატია და მიმითითეთ ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომებზე. ახლავე გავასწორებ მათ. ყველას ვიზიარებ, მაგრამ სტატიაში აღნიშნულია (სხვაგანაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ), რომ ოსმალებმა სახელი მიიღეს ოსმანის სახელიდან. ე. ი. ის იყო ოსმალთა პირველი მმართველი, ანუ პირველი ოსმალი მმართველი იყო. პატივისცემით --Jafara777 განხილვაწვლილი 13:05, 22 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

პირველ მსოფლიო ომში ჩაბმა

რედაქტირება

მაგრამ ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა, რომ ამ ომში ჩართულიყო. იმპერიის ძირითადი მიზნები ამ ომში შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზზე კონტროლის დაწესება და კავკასიაში პოზიციების გამაგრება იყო – იძულებული? იძულებული იყო, დავუშვათ, საფრანგეთი. თანაც, წყაროს სანდოობა, რომელიც ამ წინადადების შემდეგ არის მითითებული, დიდი ეჭვს იწვევს. — UndDerDie 15:58, 30 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

გმადლობთ შენიშვნისთვის, ახლავე ჩავასწორებ.--Jafara777 განხილვაწვლილი 16:03, 30 ნოემბერი 2016 (UTC)პასუხი

ოსმალეთის მიწების დაკავებასთან დაკავშირებით

რედაქტირება

1917 წელს ოსმალეთის მიწებზე წარმატების მიღწევა ბრიტანეთის იმპერიამ შეძლო. მათ დაიკავეს ბაღდადი და ბაქო. – ბაქო ხომ მაშინ სამოქალაქო ომის მდგომარეობაში რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა? უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელების მიერ ბაქოს დაკავება ინტერვენცია იყო, თუმცა, არა ოსმალეთის ტერიტორიაზე.  UndDerDie () 18:14, 15 დეკემბერი 2016 (UTC)პასუხი

ბოდიში, გაუფრთხილებლობის გამო არ მინახავს განხილვის გვერდზე თქვენი შენიშვნა. გმადლობთ შეცდომის აღმოჩენასა და გამოსწორებისთვის  --Jafara777 განხილვაწვლილი 12:42, 21 დეკემბერი 2016 (UTC)პასუხი
გვერდ „ოსმალეთის იმპერიის ისტორია“-ზე დაბრუნება.