განხილვა:ორმეფობა ქართლში
ორმეფობა ქართლში
რედაქტირებაახ. წ. 55 წელს იბერიის სამეფო ორად გაიყო, ერთი მეფე იჯდა არმაზში, მეორე – მცხეთაში. ამ მოვლენას ქართულ იტორიოგრაფიაში ეწოდა "ორმეფობა ქართლში". "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით, მეფე ადერკიმ სიკვდილის წინ სამეფო თავის ორ შვილს გაუყო: ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით, მეორეს კი – არმაზი და ქართლი მტკვრის სამხრეთით. სულ იბერიის ტახტზე, "მეფეთა ცხოვრების" თანახმად, მეფეთა 5 წყვილი მჯდარა.
ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრები მიხედვით, ორმეფობა ქართლში შემდეგი თანმიმდევრობით ყოფილა:
მეთერთმეტე მეფეები ბარტამი და ქართამი, ადერკი სომხების მეფის ძეები, არშაკუნიანები
მეთორმეტე მეფეები ფარსმანი და კაოსი, ბარტომისა და ქართამის ძეები, არშაკუნიანები
მეცამეტე მეფეები აზორკი და არმაზელი, ფარსმანის და კაოსის ძეები, არშაკუნიანები
მეთოთხმეტე მეფეები ამაზასპი და დეროკი, აზორკ და არმაზელის ძეები, არშაკუნიანები
მეთხუთმეტე მეფეები ფარსმან ქველი და მირდატი, ამაზასპის და დეროკის ძეები, არშაკუნიანები
ვახუშტის მიხედვით კი:
11. ია. მეფენი ბარტომ და ქართამ იზ წელი მეფეს და გამეფდნენ ძენი ადერკისანი - მცხეთას ბარტომ, ხოლო არმაზს ქართამ [1].
12. იბ. მეფენი კაოს და ფარსმან იე წელი მეფეს შემდგომად მათსა დასხდნენ ძენი მათნი, ბარტომის ძე კაოს მცხეთას და ქართამის ძე ფარსმან - არმაზს [2].
13. იგ. მეფენი არმაზელ და აზორკ ივ წელი მეფეს გამეფდნენ - მცხეთას კაოსის ძე არმაზელ და არმაზს - ფარსმანის ძე აზორკ [64_იგ._მეფენი_არმაზელ_და_აზორკ_ივ_წელი_მეფეს].
14. იდ. მეფენი ამზასპ და დეროკ ი წელი მეფეს და მეფენი იქმნენ მცხეთას არმაზელის ძე ამზასპ და არმაზს აზორქის ძე დეროკ [3].
15. იე. მეფენი მირდატ და ფარსმან ივ წელი მეფეს შემდგომად გამეფდნენ მცხეთას ამზასპის ძე მირდატ, ხოლო არმაზს დეროქის ძე ფარსმან [4].
შენიშვნა:
ა) შავი შრიფტით გამოყოფილი თანმიმდევრობით უნდა ჩაიწეროს მეფეები. რადგან ჯერ მცხეთის მეფე მოიხსენიება და შემდეგ არმაზის მეფე. ტიტულის გრაფაში შესაბამისად ჩაიწერება, მაგალითად ბარტომ II მცხეთის და ქართამ I არმაზის მეფე. ეს იმიტომ, რომ საქართველოს მმართველთა სიაში, გამომდინარე თარგიდან, ძალაუნებურად ჩაწერილია, ხან ჯერ მცხეთის და არმაზის მეფე, ხან კი არმაზის და მცხეთის მეფე. შესაბამისად სასურველია ვახუშტის ვერსიის მიხედვით ჩაიწეროს თანმიმდევრობა, როგორც შავი შრიფტითაა წარმოდგენილი.
ბ) ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრები მიხედვით, ამაზასპია. ვახუშტის მიხედვით კი ამზასპი. ამიტომ სასურველია ძებნით ორივე ჩანაწერით მოიძებნოს.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:44, 9 ნოემბერი 2018 (UTC)
მე ვფიქრობ აღნიშნულ სტატიაში უნდა მოხდეს სტატიის გაერთიანება.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:17, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ანუ როგორც გავიგე: ინგლისურ სტატიაში უნდა შევიტანოთ ამ სტატიის ინგლისური თარგმანი? --Wiki - ჯაბა 16:50, 8 ოქტომბერი 2019 (UTC)
- კი. ორმეფობა ქართლში მარიამ ლორთქიფანიძის და როინ მეტრეველის „საქართველოს მეფეების“ მე-20 გვერდზეცაა და ქსე-შიც (მითითებულია ლიტერატურა). მე ვფიქრობ ქსე-სეული ვერსია აქ უნდა ჩანაცვლდეს, რადგან ვფიქრობ რომ ტექსტი შეცვლილია და „საქართველოს მეფეების“ ვერსია კი დიარქიაში უნდა შევიდეს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:01, 9 ნოემბერი 2020 (UTC)