განხილვა:ნორვეგიის ოპერაცია

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ოპერაცია "ვეზერიუბუნგი")
ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977 თემაში განხილვა
.
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!

განხილვა

რედაქტირება

ეს ფაქტი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ქართულად შესულია როგორც ნორვეგიის ოპერაცია 1940 - ქსე, ტ., 7, გვ. 475, თბ., 1984— ცანგალა () 15:09, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ყოველ შემთხვევაში სათაურში ბრჭყალები არ უნდა მგონი – ბრუტ () 15:38, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი
გეთანხმები. ალბათ „ვეზერიუბუნგის ოპერაცია“. გავითვალისწინოთ ქსე-ეს ინფორმაცია. საინტერესოა მეორე მსოფლიო ომს თუ სწავლობთ, თუ როგორ არის შემოტანილი. მიუთითეთ სახელმძღვანელოს ავტორი.— ცანგალა () 16:00, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

როგორც ყოველთვის მხოლოდ რუსული სათაური განსხვავდება. ყველა ძირითადად ეთანხმება ვეზერიუბუნგის ოპერაციას. — ჯაბა ლაბაძე () 16:02, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ერთი ეს ნახეთ
 
„გერმანიამ დაიწყო "ვეზერზე სწავლების" სახელწოდებით შემუშავებული გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობდა დანიისა და ნორვეგიის დაპყრობას“

უახლესი ისტორია (1918–1945), "თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა", თბილისი, 1988 – ბრუტ () 16:08, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

არა მხოლოდ რუსული და იტალიური და კიდევ ერთი ბმულია არ ვიცი რომელი ენაა. ე. ი. „ოპერაცია“ კი არა არამედ „სწავლება“. საშინელებაა. ასე შეიქმნა უახლესი ისტორია. ავტორი ან ავტორთა ჯგუფი ვინ არის? უახლესი ისტორია - მსოფლიოს, საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, დანიის და ა. შ.? წესით არ უნდა იყოს მითითებული? ცანგალა () 16:28, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ხო ჩუვაშური და ლატვიურია კიდევ. და ეს სწავლება რაღაა? — ჯაბა ლაბაძე () 16:33, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით დაიწეროს ისე როგორც ქსე გვთავაზობს. დაველოდოთ სტატიის ავტორსაც.— ცანგალა () 16:37, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

სტატიის დასაწერად გამოვიყენე შემდეგი წიგნები: http://militera.lib.ru/h/liddel-hart/06.html ( Лиддел Гарт Б.Г. Вторая мировая война. — М.: АСТ, СПб.: Terra Fantastica, 1999)

http://militera.lib.ru/h/nimitz_potter/01.html (Нимиц Ч. У.; Поттер Э. Б.Война на море (1939–1945)Военная история)

http://militera.lib.ru/h/patyanin_sv/index.html (Патянин С. В. «Везерюбунг»: Норвежская кампания 1940 г. @ 2004 г.)

http://militera.lib.ru/research/shirer/index.html (Ширер У. Крах нацистской империи. — Смоленск.: Русич, 1999) რა თქმა უნდა, შეიძლება სტატიას „ნორვეგიის ოპერაცია“ ეწოდოს. მაგრამ ჩემი აზრით, სასურველია, რომ ოპერაციის სახელი ფიგურირებდეს სათაურში. სქოლიოებს თანდათან ჩავამატებ. borbolia777 16:57, 28 თებერვალი 2010 (UTC)borbolia777 16:57, 28 თებერვალი 2010 (UTC)

გასაგებია. გამოყენებული გაქვს მხოლოდ რუსული ლიტერატურა. ჩვენ კი გვაინტერესებს ქართულში როგორ არის დამკვიდრებული. მე მხოლოდ ქსე-ში ვნახე როგორც ნორვეგიის ოპერაცია 1940 - ქსე, ტ., 7, გვ. 475, თბ., 1984. ცანგალა () 17:18, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ქართულში, მართალი გითხრათ, არ ვიცი. არ შემხვედრია სადმე. borbolia777 17:19, 28 თებერვალი 2010 (UTC)

P.S. რედაქტირების პანელში არის ერთი ღილაკი, "ციტირება". თუ მისი მეშვეობით გააფარმებთ წყაროებს რჩეულად გავიტანთ მთავარ გვერდზე.— გიორგი, 17:22, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

სწავლება გამორიცხეთ? – ბრუტ () 18:18, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ახლა მივხვდი სწავლება რატომ წერია. "ვეზერიუბუნგი"' (გერმნ. Weserübung) ქართულად ნიშნავს წვრთნა (übung) ვეზერზე (Weser). ყოველშემთხვევაში სწავლება მიუღებელია. ჩემი აზრით პირველ რიგში სათაურში ბრჭყალები უნდა მოშორდეს (ვეზერიუბუნგის ოპერაცია). და აგრეთვე გაკეთდეს ისეთივე სათაურიც როგორიც ქსე-შია (ნორვეგიის ოპერაცია (1940)) - წელი მხოლოდ იმ შემთხვევაში მივუთითოთ, თუ სხვა ნორვეგიის ოპერაცია არსებობს. უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ არის დამკვიდრებული ქართულში. რჩეულ სტატიაზე მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ, როდესაც სათაური გადაწყდება. შეგიძლია მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში.ცანგალა () 18:21, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

მე მგონია ჯობს დაერქვას სათაური ვეზერიუბუნგის ოპერაცია, ხოლო ნორვეგიის ოპერაცია გადამისამრთდეს. — ჯაბა ლაბაძე () 18:24, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით ან ნორვეგიის ოპერაცია ან უბრალოდ ვეზერიუბუნგი. — გიორგი, 18:25, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა და არ იყო საჭირო ასე სწრაფად გადამისამართებები. — ჯაბა ლაბაძე () 18:32, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ბრჭყალები ხომ აუცილებლად მოსაშორებელი იყო :) – ბრუტ () 18:35, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ბრჭყალები კი მაგრამ გადასატანი იყო სხვა სათაურზე და ბრჭყალებიც ავტომატურად მოშორდებოდა. — ჯაბა ლაბაძე () 18:39, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ახლა ისმის კითხვა სტატია რაზე გადადიოდეს? მე პირადად ნორვეგიის ოპერაცია მიმაჩნია მისაღებად, რადგან ვინ შეცვალა ქსე-ში დამკვიდრებული სათაური? ვეზერიუბუნგი-დანაც გაკეთდეს გადამისამრთება.ცანგალა () 18:54, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ანუ ვერ გავარკვიე? კონკრეტულად რა ერქვას, რაზე გადამისამართდეს? — ჯაბა ლაბაძე () 18:57, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

იცით რა არის. ჯერ მოახდენთ გადამისამართება–გადატანას აუბნევთ ადამიანს თავგზას და მერე ახდენთ კენჭისყრას. ეს სადაური წესია? — ჯაბა ლაბაძე () 19:00, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

უბრალოდ ბრჭყალები მოვაშორე, ამაში ასაბნევს ვერაფერს ვხედავ ბრუტ () 19:03, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

რას უყრით კენჭს მე ეგ ვერ გავიგე, როდესაც უკვე მოხდა ის რაც კენჭისყრას უნდა მოყოლოდა. — ჯაბა ლაბაძე () 19:04, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

თუ რომელია სტატიის მართებული სათაური, ნორვეგიის ოპერაციას – ბრუტ () 19:06, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

გამოდის რომ ამ სტატიას უნდა ერქვას ნორვეგიის ოპერაცია, გადამისამართდეს ვეზერიუბუნგის ოპერაცია ნორვეგიის ოპერაციაზე და ერქვას მესამე სახელიც ოპერაცია "ვეზერიუბუნგი" რადგან ლინკები აქვს სხვა ენაზე? ანუ სამ სახელიანი სტატია მივიღეთ? — ჯაბა ლაბაძე () 19:09, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

გადამისამართება ბევრ სტატიას აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიმე სათაური აქვთ:) – ბრუტ () 19:14, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი
P.S. სხვა ენების ლინკები რა შუაშია? ბრუტ () 19:16, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი
ბმულები უნდა დამეწერა. ჯაბა ლაბაძე () 19:18, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

მაგას ჯერჯერობით ვარკვევ მაგრამ მე მინდა დაგანახოთ რომ სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ ნურაფერს ნუ შეცვლით თუნდაც ეს ფრჩხილები იყოს (რაც ამ წუთას მეორეხარისხოვანია). ძალიან კარგად გახსოვთ, რომ მე ცანგალას ვუთხარი ერთხელ აქ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც შენ გინდა მეთქი. ამას გიმეორებთ თქვენც. აქ საერთო გადაწყვეტილებაა პატივსაცემი. — ჯაბა ლაბაძე () 19:17, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

სტატიის მთავარი სათაური ნორვეგიის ოპერაცია. დანარჩენი სახელები ყველაფერი გადავამისართოთ. ე. ი. შევთახმდით?— ცანგალა () 20:19, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

ნამდვილად. — ჯაბა ლაბაძე () 20:25, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

  გაკეთდაჯაბა ლაბაძე () 20:27, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

გვერდ „ნორვეგიის ოპერაცია“-ზე დაბრუნება.