განხილვა:ოიდიპოსის კომპლექსი

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Henry McClean

რატომ არ დებთ? და თუ არ დებთ თქვენ დაწერეთ. 5000 ჯერ დამჭირდა ეგ მასალა და არ დევს არსად და იქნებ მოკიდოთ ვინმემ ხელი :@

პირველ რიგში, მადლობა მასალის შემოტანისთვის. იმიტომ არ ვდებთ, რომ 75000-ზე მეტი სტატიაა და ვიკიპედიაში მხოლოდ 20-30 აქტიური რედაქტორია ყოველდღე და ყველაფერს ვერ ვასწრებთ. ასე რომ არ ყოფილიყო, ქვეყნებოდა 1.000.000 სრული სტატია. თუ ვიკიპედიაში არ წერია, მაშინ მოიძიეთ სხვაგან, მხოლოდ ეს შემიძლია გირჩიოთ.

რაც შეეხება შემოტანილ მასალას - საიდან გადმოთარგმნეთ ან გადმოწერეთ (ხელით)? --Henry McClean განხილვაწვლილი 18:38, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

გუგლში ვერ მივაგენი მსგავს ტექსტს, დაკოპირებულს არ ჰგავს. --შოთა [UT] 18:42, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

ვთაარგმნე ინგლისურიდან, მე რა ვიცი წაშაშლელიაო და :/

წასაშლელი იქნებოდა, რომ დაგეკოპირებინათ. კარგი იქნება, თუ მიუთითებთ წყაროს, საიდანაც თარგმნეთ--შოთა [UT] 18:43, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

ინგლისური ვიკიდან ვთარგმნე მარა ეს პირველი აბზაცი მე არ დამიწერია ვიღაცამ მახინჯურად გადააკეთა და რა ჯანდაბა ლაბირინთებია რა უბედურებაა აქ როგორ აგნებთ რამეს

ეს მშვენივრად არის ნათარგმნი, ჩასწორება კი სჭირდება ალბათ, მაგრამ ძირითადად კარგია. არაფერი გიშლით ხელს, იმედია, დარეგისტრირდეთ და ისე წეროთ ვიკიპედიური შინაარსის სტატიები. ყველა ტექნიკურ დეტალში გაგარკვევთ, ამისი პრობლემა არ არის. ერთმანეთს იმედზე რომ ვყოფილიყავით, აქამდე ვიკიპედიაში მხოლოდ 10 რედაქტორი იქნებოდა.

წასაშლელად იმიტომ ჩათვალა სხვა რედაქტორმა, რომ დაკოპირებულ სტატიას ჰგავდა და ჩვენთან ავტორის თანხმობის გარეშე სხვა სტატიებიდან დაკოპირებულ სტატიებს არ ვატარებთ.

ინგლისური ვიკიდან თუ თარგმნა, შოთა, მაშინ უბრალოდ რესურსები გავუწეროთ ან ლიტერატურა. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:48, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

დამანებეთ ერთი აქ მეორედ შემომსვლელი არ ვარ :/

პირველი აბზაცი მე დავამატე, რუსული ვიკიპედიიდან, ვინაიდან არ ჰქონდა შესავალი და გაურკვეველი იყო, თუ რაზე იყო საუბარი. შემოხვალთ თუ არა, ეგ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული :) ხო, ჰენრი, მასე აჯობებს. --შოთა [UT] 18:51, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

კეთილი, ნება თქვენია, მაგრამ სამწუხაროა. მშვენიერი მასალაა. და ლაბირინთებში რას გულისხმობთ? ნავიგაციას? --Henry McClean განხილვაწვლილი 18:52, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

გაუთვითცნობიერებელი კი არა ქვეცნობიერი ლტოლვა უნდა დგეწერა და მახინჯურად გაქ ნათარგმნი რა უბედურებაა ეს რა არის :/

ჩემი მწირი რუსულის ცოდნიდან გამომდინარე, бессознательное გაუთვითცნობიერებელს ნიშნავს. --შოთა [UT] 18:57, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

unconscious- ქვეცნობიერი, ასე ითარგმნება ფსიქოლოგიაში და რუსებს არ აქვთ ეგ სიტყვა ალბათ. და ჩაასწორე მანდ სიტყვები არასწორად გიწერია

რასაც თქვენ ამბობთ, ქვეცნობიერი, ანუ განგები, ამ შემთხვევაში, არის subconscious და არა unconscious. რუსებს კი აქვთ მშვენიერი სიტყვა подсознательно. თუ მეშლება, სტატიის ჩასწორება თქვენც შეგიძლიათ--შოთა [UT] 19:03, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

მე როგორც მასწავლეს ისე ვამბობ და რაც გინდა ჩაასწორეთ და გადაასწორეთ, მარა ეგ სტატია ბოლომდე თარგმეთ რაა. ნელა- ნელა და მონდომებით :/

ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა და რედაქტირება და სტატიების დამატება ყველას შეუძლია. თუ ეს თემა გაინტერესებთ, შეგიძლიათ თვითონ თარგმნოთ და მერწმუნეთ, ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით მის სრულყოფაში, მაგრამ აქ ყველანი მოხალისეები ვართ და ვერავის მივცემთ ვალდებულებას, ეს სტატია თარგმნოს, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ არ არის დაინტერესებული.--შოთა [UT] 19:11, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

საერთოდ, აქ დაკვეთაზე არ ვმუშაობთ. ვიკიპედია რა არის, ეს კარგად არის ახსნილი ჩვენთან. ყველა ისეთივე მოხალისეა, როგორც თქვენ (ამ წამს). თუნდაც უბრალო თხოვნის ფორმასაც რომ ატარებდეს. მით უმეტეს, ყველა წერს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებშიც ერკვევა. მე თუ არ ვიცი ვთქვათ, სამედიცინო ტერმინოლოგია, სისხლძარღვოვან ქირურგიაზე (მაგალითისათვის) წერას ვერ დავიწყებ. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:15, 24 მაისი 2013 (UTC)პასუხი

მე მაგის მთარგმნელი არ ვარ ეგ ნაღდად ვიცი. თუ მინდა ინგლისურადაც წავიკითხავ. პროსტა ეგ მასალა უნდა იდოს იმიტომ რომ ხალხი მახინჯურად იგებს და იდიოტურ ინტერპრეტაციას აძლევს. მე სტიმული მოგეცით და აბა თქვენ იცით მაგ მასალას დაველოდებიიიი არაა რთული ტექსტი. წინასწარ მადლობა

გვერდ „ოიდიპოსის კომპლექსი“-ზე დაბრუნება.