განხილვა:ნიუნორსკი
„ნიუნორსკი“ შეცდომაა, ნინორსკი ჰქვია და ქართულადაც ასე იკითხება, აშკარად რუსულის გავლენითაა ამ სტატიაში ასე დაწერილიSydbeqabarrett განხილვაწვლილი 19:01, 28 თებერვალი 2016 (UTC)
- რომელიმე ქართულენოვანი წყარო თუ შეგიძლიათ მოიყვანოთ მაგის დასადასტურებლად?--Saliner ✉ 22:14, 28 თებერვალი 2016 (UTC)
„რომელიმე ქართული, სანდო და პროფესიონალის მიერ დაწერილი წყარო თუ შეგიძლიათ მოიყვანოთ, სადაც ნინორსკს ქართულად ნიუნორსკი, ბუქმოლს ბუკმოლი და ჰოგნორსკს ჰიოგნორსკი ეწოდება? იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ ენას რბილი, ნორვეგიულის მსგავსი უ და ო არ აქვს, და ასევე არ არსებობს ასო „ქ“ - კირილიცათი წერენ ნჲუნორსკ, ხჲოგნორსკ და ბუკმოლ, მაგრამ ქართულ ენაში მხედრული დამწერლობით ამ სახელების ასე ჩაწერა შეცდომაა. შვედურსაც ვსწავლობ, დანიურსაც და ნორვეგიულსაც, სკანდინავიური ენების მცოდნე არავინ გამოთქვამს, როგორც ნიუნორსკ ან ჰიოგნორსკ, მით უმეტეს არც ერთი თავის ენაზე მოსაუბრე სკანდინავიელი. რუსულის გავლენით ამ სახით ამ სახელების ასეთი ფორმით გადმოტანა შეცდომაა, უნდა იყოს - ნინორსკი („ნი“ ნიშნავს ახალს და არა „ნიუ“), ბუქმოლი („ბუქ“ ნიშნავს წიგნს და, რუსულისგან განსხვავებით, ქართულში არის შესაძლებლობა ეს სიტყვა ასე ჩაიწეროს) და ჰოგნორსკი („ჰოგ“ ნიშნავს მაღალს და არა „ჰიოგ“. ეს ასო არსებობს სვანურ ენაში, მაგრამ არა ქართულში, ამიტომ იწერება „ო“-თი). ასეთი ტერმინების პირდაპირ რუსულიდან გადმოწერა გაუაზრებლად დიდ შეცდომად მიმაჩნია. - Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 22:32, 29 თებერვალი 2016 (UTC)
- გვინდა, ზუსტად გესმოდეთ, აქ როგორ ვმუშაობთ: ჩვენ არ ვადგენთ წესებს, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას ვხელმძღვანელობთ სამეცნიერო წყაროებით, მაგალითად ისეთით, როგორიც არის ეს: ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. ეს წესები შედგენილია ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მიერ და მასზე არაერთმა ენათმეცნიერმა იმუშავა. სწორედ ამ ნორმის მიხედვით, ნორვეგიულიდან ნებისმიერი k გადმოდის ქართულში როგორც კ, რის გამოც, ვერ იქნება ბუქმოლი. დიახ, სამწუხაროდ, სამეცნიერო წრეებიც კი ძლიერ და ჩვენი ენისთვის მავნე გავლენას განიცდიდნენ. რის გამოც, საუბედუროდ, ვიყენებთ სიდნეის და არა სიდნის, რომელიც სწორი ფორმაა. თუმცა ამას ჩვენდაუნებურად ვეგუებით, რადგან ენის ნორმების დადგენა-გადაკეთება ვიკიპედიის საქმე არ არის. რაც შეეხება ნინორსკს, თუ რაიმე წყაროს გვაჩვენებთ, სადაც ეგ ვერსია წერია, ან ზოგადად მაგ ბგერის გამოყენების წესი იქნება ახსნილი, აუცილებლად განვიხილავთ.--Saliner ✉ 22:19, 1 მარტი 2016 (UTC)