განხილვა:ნისან ბაბალიკაშვილი

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა GiorgiXIII


ეპირაფიკა რას ნიშნავს ნეტავ? იქნებ მართლწერას მიაქციო ყურადღება. ეს ენციკლოპედიაა, გასართობი პორტალი კი არა--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 16:51, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

უწყინარი კორექტურული შეცდომაა, რომლისგანაც არავინ არის დაზღვეული.--Zolokin განხილვაწვლილი 11:56, 25 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ბატონი ნისან ბაბალიკაშვილი არ იყო ებრაული ენის პირველი ოფიციალური მასწავლებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირიქით, ის იყო მისი წინამორბედი ოფიციალური მასწავლებლების მოწაფე. კარგი იქნება, თუ ამ შეცდომას გადაამოწმებთ და შეასწორებთ.--Ninushka განხილვაწვლილი 15:10, 1 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
კიდევ უკეთესი იქნება, თუ შენიშვნას აღარ წაშლით უმიზეზოდ--Ninushka განხილვაწვლილი 15:12, 1 ნოემბერი 2011 (UTC).პასუხი
იერემიას გოდება რომ თარგმნა ნისან ბაბალიკაშვილმა ისიც გეეჭვებათ? და სტატიაში მითითებული წყაროც არ გაკმაყოფილებთ?

რა გინდათ? იქნებ უფრო გასაგებად თქვათ და ასეთ ირონიულ ტონს შეეშვათ. მოიყვანეთ სათანადო წყაროები და არედაქტირეთ სტატია. ამას ვინმე გიშლით?! --მიხეილ (მომწერე) 15:52, 1 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
ვუპასუხე მომხმარებელს მისი განხილვის გვერდზე.--Ouzo განხილვაწვლილი 16:01, 1 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

რედაქტირება უკვე გავუკეთე,მაგრამ არ დაადასტურეთ. მე ჩავამატე ნისან ბაბალიკაშვილის თარგნილი ბიბლიის წიგნების ჩამონათვალი. ერთ-ერთის-იერემიას გოდების წყარო სტატიაში უკვე იყო, ნ.ბ. მთარგმნელი რომ იყო, ისიც არის სტატიაში, ამიტომ, ვერ მივხვდი, ის მაინც რატომ არ დაადასტურეთ, "იერემიას გოდება" რომ თარგმნა? --Ninushka განხილვაწვლილი 21:41, 2 ნოემბერი 2011 (UTC)არა მგონია, რამეს ვინმესთვის გაუგებარს ვწერდე.პასუხი

იმიტომ არ დავადასტურეთ, რომ ამისთვის იყო რამდენიმე მიზეზი:
  1. რედაქტირება ას არ კეთდება: "ეკლესიატე (კოჰელეთ), იერემიას გოდება, იონას წინასწარმეტყველება,...". რას ნიშნავს აქ მრავალწერტილი? კიდევ ბევრი? კიდევ რამდენიმე? თუ რა?
  2. თვითოეულ თარგმანს უნდა მიუთითოთ წყარო, ისე, როგორც აქამდე სტატიაში იყო უკვე მითითებული "იერემიას გოდებაზე". თუ ეს ყველა თარგმანი ერთადაა სადმე გამოქვეყნებული, შეგიძლიათ მხოლოდ აბზაცის/წინადადების ბოლოს მიუთითოთ ერთი, საერთო წყარო.
  3. რედაქტირებათა ცვლილებები აჩვენებს, რომ თარგმანების სისწორეში თქვენც არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული: ჯერ დაამატეთ "ტობის წიგნი" და "ქებათა ქება", შემდეგ კი წაშალეთ. ამიტომ, შეცდომა რომ იქნას თავიდან აცილებული, ყველა ასეთ ინფორმაციულ ცვლილებას (პუქტუაცია, ორთოგრაფია, სტილი არ მაქვს მხედველობაში) მიუთითეთ წყარო. თქვენც დარწმუნდებით თქვენ მიერ შემოტანილი ინფორმაციის სისწორეში და სხვასაც არ გაუჩნდება ეჭვი.

პატივისცემით.--Ouzo განხილვაწვლილი 11:05, 3 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
მე მაინც ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ ვერ გაიგეთ რა ვიკითხე. წყარო რომ არ მიმითითებია, ეს მეც ვიცი. მაგრამ მე ვიკითხე, რომელი თარგმანის წყაროც უკვე იყო სტატიაში, ის რატომ წაშალეთ? ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მე თითქოს რამე დავწერე და მერე წავშალე, ეს თქვენ მოგეჩვენათ, წაშლით თქვენ წაშალეთ. მე მხოლოდ ნაწილ-ნაწილ ვამატებდი სათაურებს. ხოლო ლიტერატურის მითითებას, როგორც უკვე მოგახსენეთ, მალე მოგაწვდით. ეჭვი რომ მეპარებოდეს, რატომ დავწერდი?--93.177.149.58 22:24, 3 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

კოლეგიალური რჩევა: ჯერ ლიტერატურა მოიპოვეთ და მერე დაარედაქტირეთ.--Ouzo განხილვაწვლილი 12:09, 4 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

არის!!!!!!!--Ninushka განხილვაწვლილი 17:41, 5 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
დისერტაციისთვის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის მითითება იქნებ არ იყოს საჭირო? ყველა დისერტაცია ისედაც ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში.--Ninushka განხილვაწვლილი 00:39, 9 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

დავამატე თარგმანების მითითება სქოლიოში და წავშალე დისერტაციის მითითებიდან აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, რადგან ყველა დისერტაციის თითო ეგზემპლიარი ინახება საჯარო ბიბლიოთეკის სპეციალურ განყოფილებაში, სადაც ყველას შეუძლია მათი გაცნობა.--Ninushka განხილვაწვლილი 13:39, 16 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

გასაგები ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ სქოლიოს თავისი დანიშნულება აქვს. ლიტერატურის მითითებას არ ითხოვდით??? სხვათა შორის, რუსულ ვიკიპედიაში არ დაუწუნებიათ იგივე სქოლიოები. შეგიძლიათ იხილოთ.--Ninushka განხილვაწვლილი 13:39, 16 დეკემბერი 2011 (UTC) Henry McClean- ჩემი შესწორება რაკი არ მოგეწონათ, იქნებ თქვენ შეასწოროთ: ისე გამოდის, თითქოს ნისან ბაბალიკაშვილი ფონდი არის დაკრძალული ებრაულ სასაფლაოზე....--Ninushka განხილვაწვლილი 22:21, 6 მაისი 2014 (UTC) Henry McClean ხომ არ შეგიძლიათ სურათის დამატება? რუსულ ვარიანტში არის. მე არ ვიცი, როგორ უნდა ამის გაკეთება.პატივისცემით, --Ninushka განხილვაწვლილი 22:38, 6 მაისი 2014 (UTC)პასუხი

მოგესალმებით! საქართველოს თითქმის ყველა მხარეში დღეისათვის 22 ახალსოფელია და თუ ვინმემ იცის იქნებ გვითხრას რომელ ახალსოფლზეა ტექსტში ლაპარაკი?GiorgiXIII განხილვაწვლილი 12:25, 1 ივნისი 2021 (UTC)პასუხი

გვერდ „ნისან ბაბალიკაშვილი“-ზე დაბრუნება.